26 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 27 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | სხვებზე ზრუნვა და იეჰოვაზე მინდობა ტინდაში მცხოვრებ ძმებს მოთმინების ძალას აძლევს
2023 წლის 23 ივნისს ტინდინსკის რაიონულმა სასამართლომ (ამური ოლქი) დამნაშავედ ცნო ვლადიმერ ბუკინი, მიხეილ ბურკოვი, ვალერი სლაშჩევი და სერგეი იუფეროვი და თითოეულ მათგანს პატიმრობა შეუფარდა, მიხეილს 6 წლითა და ორი თვის ვადით, ხოლო ვლადიმერს, ვალერისა და სერგეის — 6 წლითა და ოთხი თვით. ისინი განაჩენის გამოცხადებისთანავე გადაიყვანეს საპატიმროში.
2022 წლის 27 დეკემბერს ამურის საოლქო სასამართლომ ცვლილება შეიტანა ვლადიმერის, მიხეილის, ვალერისა და სერგეის განაჩენში და ხელახალი მოსმენა დანიშნა. ძმები გაათავისუფლეს საპატიმროდან. სანამ სასამართლო მოსმენა გაიმართება მათ ეკრძალებათ ოლქის დატოვება.
2022 წლის 25 ოქტომბერს ტინდის რაიონულმა სასამართლომ (ამურის ოლქი) დამნაშავედ ცნო ვლადიმერი, მიხეილი, ვალერი და სერგეი. სასამართლომ ოთხივე ძმას თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ვლადიმერს, ვალერისა და სერგეის ექვსწელიწად-ნახევრით, ხოლო მიხეილს — ექვსი წლითა და ორით თვით. ისინი განაჩენის გამოცხადებისთანავე გადაიყვანეს საპატიმროში.
დროის დიაგრამა
2019 წლის 17 ნოემბერი
სამართალდამცავებმა რვა იეჰოვას მოწმის ბინაში მოაწყეს ჩხრეკა, მათ შორის ამ ოთხი ძმის ბინაში.
2019 წლის 18 ნოემბერი
გამომძიებლებმა ოთხივე ძმას ექსტრემიზმში დასდეს ბრალი. მათ აეკრძალათ საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება.
2021 წლის 26 ივლისი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
ზოგადი ინფორმაცია
დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა კვლავაც არ მოაკლებს სიკეთეს ამ ძვირფას ძმებს და თავის ყველა ერთგულ მსახურს (დაბადება 39:21).