4 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 17 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | სხვებისთვის სიკეთის კეთება მას განსაცდელს ატანინებს
2023 წლის 15 ნოემბერს კუზნეცკის რაიონულმა სასამართლომ (ნოვოკუზნეცკი) დამნაშავედ ცნო ტატიანა სუშილნიკოვა და ოთხი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
ზოგადი ინფორმაცია
ტატიანას მსგავსად, ჩვენც გვამხნევებს „მოწმეთა ასეთი დიდი ლაშქარი“, რომელიც იეჰოვას დახმარებით იტანს დევნას (ებრაელები 12:1).
დროის დიაგრამა
2021 წლის 8 ივნისი
ნოვოკუზნეცკში სამართალდამცავებმა იეჰოვას მოწმეთა სამი სახლი გაჩხრიკეს. ტატიანას და სერგეის სამი საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ.
2022 წლის 20 ივნისი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რელიგიური ხასიათის საუბრებისა და რელიგიურ შეხვედრებში მონაწილეობის ბრალდებით.
2022 წლის 22 ივლისი
ტატიანას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი.
2022 წლის 27 სექტემბერი
დაიწყო სასამართლო მოსმენა. მოსამართლემ პროცედურული დარღვევების გამო საქმე პროკურატურას დაუბრუნა.
2022 წლის 16 ნოემბერი
განახლდა სასამართლო მოსმენა.