6 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 21 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | ტატიანა ობიჟესტვიტი იეჰოვაზეა მინდობილი
2023 წლის ვახიტოვსკის რაიონულმა სასამართლომ (ყაზანი, თათრეთის რესპუბლიკა) დამნაშავედ ცნო ტატიანა ობიჟესტვიტი და ორი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
დროის დიაგრამა
2020 წლის 19 იანვარი
სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს ტატიანასა და კიდევ რამდენიმე იეჰოვას მოწმის ბინა ყაზანში. ტატიანას დაკითხვა მოუწყვეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2020 წლის 21 იანვარი
ტატიანა გაათავისუფლეს და შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
2021 წლის 25 მაისი
დაიწყო სასამართლო პროცესები.
ზოგადი ინფორმაცია
გვიხარია, რომ ტატიანა იეჰოვასადმი ერთგულებისა და მასზე მინდობის ასეთ შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს (იგავები 3:5).