30 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 6 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | ტეიკოვოში მცხოვრებ ძმებს ყურადღება იეჰოვას მხარდაჭერაზე აქვთ გადატანილი
2024 წლის 29 თებერვალს ტეიკოვსკის რაიონულმა სასამართლომ (ივანოვოს ოლქი) დამნაშავედ ცნო სერგეი გალიამინი, ანატოლი ლიამო, ვლადიმერ სპივაკი და ალექსანდრე ვასიჩკინი. თითოეულ მათგანს ფულადი ჯარიმა დააკისრეს. ვლადიმერი დაჯარიმდა 600 000 რუბლით (6 564$), სერგეი – 650 000 რუბლით (7 111$), ალექსანდრე და ანატოლი კი – 1 100 000 რუბლით (12 034$).
ზოგადი ინფორმაცია
ვიცით, რომ დღევანდელი სირთულეები არაფერია იმ კურთხევებთან შედარებით, რომლებსაც იეჰოვა თავის მსახურებს უმზადებს (2 კორინთელები 4:17, 18).
დროის დიაგრამა
2020 წლის 10 აპრილი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2020 წლის 11 აპრილი
გაჩხრიკეს ძმების სახლები.
2020 წლის 16 აპრილი
დაუწესდათ გადაადგილების შეზღუდვა.
2023 წლის 2 თებერვალი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.