22 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2022| ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 30 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | შუიაში მცხოვრები მოწმეები მოთმინებით იტანენ უსამართლობას
2024 წლის 29 იანვარს შუიას საქალაქო სასამართლომ (ივანოვოს ოლქი) გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ალექსეი არხიპოვის, დიმიტრი და ელენა მიხაილოვების, სვეტლანა რიჟკოვას და სვეტლანა შიშინას საქმეზე. მათ დაეკისრათ ფულადი ჯარიმა 350 000 რუბლის (3 920$), 950 000 რუბლის (10 640$), 560 000 რუბლის (6 270$), 480 000 რუბლის (5 380$) და 400 000 რუბლის (4 480$) ოდენობით.
დროის დიაგრამა
2017 წლის 21 სექტემბერი
მოსამართლემ ნებართვა გასცა, რომ განხორციელებულიყო მიხაილოვების სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენა.
2018 წლის 15 იანვარი
მოსამართლემ ნებართვა გასცა, რომ განხორციელებულიყო სვეტლანა რიჟკოვას სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენა და ვიდეოთვალთვალი.
2018 წლის 20 აპრილი
სამართალდამცავებმა ხუთივე იეჰოვას მოწმის სახლში მოაწყეს ჩხრეკა.
2018 წლის 29 მაისი
სამართალდამცავებმა დააკავეს დიმიტრი და მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის დაფინანსების ბრალდებით. ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2018 წლის 22 ივნისი
საქმე აღიძრა ალექსეის წინააღმდეგ. მას აუკრძალეს ტერიტორიის დატოვება.
2018 წლის 27 ივნისი
საქმე აღიძრა ელენა მიხაილოვას, სვეტლანა რიჟკოვასა და სვეტლანა შიშინას წინააღმდეგ.
2018 წლის 15 ნოემბერი
დაახლოებით 6 თვის შემდეგ დიმიტრი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
2021 წლის 10 აგვისტო
დაიწყო სასამართლო განხილვა.
2021 წლის 16 სექტემბერი
საქმე პროკურატურას დაუბრუნდა.
2022 წლის 25 მაისი
განახლდა საქმის განხილვა.
ზოგადი ინფორმაცია
როდესაც ვხედავთ, როგორ გაბედულებასა და ერთგულებას იჩენენ რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმები, თითოეული სიხარულით ვივსებით (1 თესალონიკელები 2:20).