არჩეულ მასალაზე გადასვლა

ირინა ბუგლაკი

13 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2021 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 13 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „ჩემი სიხარულის მიზეზი იეჰოვასთან ახლო ურთიერთობაა“

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „ჩემი სიხარულის მიზეზი იეჰოვასთან ახლო ურთიერთობაა“

2023 წლის 6 ივნისს პარტიზანსკის საქალაქო სასამართლომ (პრიმორიეს მხარე) დამნაშავედ ცნო ირინა ბუგლაკი და ორწელიწად-ნახევრით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 6 აგვისტო

    ირინას საქმე განსახილველად პარტიზანსკის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.

  2. 2020 წლის 30 ნოემბერი

    არასაკმარისი სამხილების გამო ირინას საქმე პროკურატურას დაუბრუნდა.

  3. 2020 წლის 31 იანვარი

    107 დღის შემდეგ ირინას შინაპატიმრობა მოუხსნეს.

  4. 2019 წლის 16 ოქტომბერი

    დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, სადაც ირინამ 179 დღე გაატარა, ის შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

  5. 2019 წლის 20 აპრილი

    ღამის 3 საათზე ფე-ეს-ბეს თანამშრომლებმა ირინას სახლი გაჩხრიკეს. მას რელიგიური შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება დასდეს ბრალად და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც სამჯერ გაუხანგრძლივეს იქ ყოფნის ვადა.

  6. 2019 წლის 19 აპრილი

    ფე-ეს-ბეს რვა თანამშრომელმა ჩხრეკა მოაწყო 80 წლის ნელი ტარასიუკის სახლში, სადაც რამდენიმე და იყო შეკრებილი. შეკრებილებს შორის ირინა და მისი ქალიშვილი ნატალიაც იყვნენ. ჩხრეკის დროს ნელი ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენი დები კი განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც მთელი ღამე დაკითხვას უწყობდნენ. საბოლოოდ ირინა დააკავეს.

ზოგადი ინფორმაცია

ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ რუსეთში მცხოვრებ ჩვენს ძვირფას და-ძმებს, მათ შორის ირინას, ძალა მისცეს, მოთმინებითა და სიხარულით აიტანონ განსაცდელები (კოლოსელები 1:11).