არჩეულ მასალაზე გადასვლა

ანდრეი საზანოვი

26 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2021 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 12 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘᲡ ᲒᲐᲣᲥᲛᲔᲑᲐ | ორი შვილის მამას რწმენის გამო 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘᲡ ᲒᲐᲣᲥᲛᲔᲑᲐ | ორი შვილის მამას რწმენის გამო 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება

2024 წლის 11 იანვარს იუგრას საოლქო სასამართლომ (ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგი) ანდრეი საზანოვის საქმეზე გამოტანილი განაჩენი გააუქმა. მისი საქმე კვლავ ურაის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდება ხელახალი განხილვისთვის.

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 24 დეკემბერს, ურაის საქალაქო სასამართლომ (ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგი) გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ანდრეი საზანოვს და 500 000 რუბლის (6 785$) ოდენობის ჯარიმა დააკირსა. მას 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ვწუხვართ, რომ ანდრეის გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ გვახარებს ის ფაქტი, რომ მას არ შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა.

  2. 2020 წლის 22 ივნისი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა ანდრეის საქმეზე.

  3. 2019 წლის 22 აგვისტო

    მოუხსნეს შინაპატიმრობა და დაუწესეს გადაადგილებასთან დაკავშირებული და სხვა სახის შეზღუდვები.

  4. 2019 წლის 26 თებერვალი

    გადაიყვანეს შინაპატიმრობაში.

  5. 2019 წლის 6 თებერვალი

    დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. ორი დღის შემდეგ გაჩხრიკეს მისი სამუშაო ადგილი და მანქანა, რის შემდეგაც წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

  6. 2019 წლის 31 იანვარი

    ბრალად დასდეს „ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა“.

ზოგადი ინფორმაცია

რუსეთში მცხოვრები და-ძმები ძლიერი რწმენის შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ. ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა კვლავაც შემატებს მათ გაბედულებას და გააძლიერებს (ფსალმუნი 138:3).