არჩეულ მასალაზე გადასვლა

ანდრეი ჟუკოვი

7 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 21 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘᲡ ᲨᲔᲪᲕᲚᲐ | იეჰოვას სიყვარულსა და მხარდაჭერაში დარწმუნებული

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘᲡ ᲨᲔᲪᲕᲚᲐ | იეჰოვას სიყვარულსა და მხარდაჭერაში დარწმუნებული

2023 წლის 20 ნოემბერს ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა ანდრეი ჟუკოვის გამამართლებელი განაჩენი და ხელახალი მოსმენა დანიშნა.

2023 წლის 7 აგვისტოს იუგორსკის რაიონულმა სასამართლომ (ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგი) უდანაშაულოდ ცნო ანდრეი ჟუკოვი და მას ყველა ბრალდება მოუხსნა.

დროის დიაგრამა

  1. 2020 წლის 17 აგვისტო

    საქმე აღიძრა ანდრეის წინააღმდეგ. მას ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის შეხვედრების ფარულად ჩატარება.

  2. 2020 წლის 19 აგვისტო

    სამართალდამცავებმა 9 იეჰოვას მოწმის ბინაში ჩაატარეს ჩხრეკა, მათ შორის ანდრეის სახლშიც. ის განყოფილებაში გადაიყვანეს.

  3. 2020 წლის 20 აგვისტო

    ანდრეი გაათავისუფლეს და შეზღუდვები დაუწესეს.

  4. 2021 წლის 14 იანვარი

    ის ექსტრემისტთა სიაში დაამატეს და საბანკო ანგარიშები დაუბლოკეს.

  5. 2021 წლის 4 აგვისტო

    სამართალდამცავებმა ანდრეის არაერთი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის „ლოცვა, რელიგიური შეხვედრების ჩატარება და რელიგიური მასალის შესწავლა“. ბრალის წაყენების შემდეგ მას დაკითხვა მოუწყვეს.

  6. 2021 წლის 15 ოქტომბერი

    მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა საქმის შეწყვეტის თაობაზე.

  7. 2021 წლის 29 დეკემბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

ზოგადი ინფორმაცია

აშკარაა, იეჰოვა მხარს უჭერს ანდრეის და ყველა ჩვენს და-ძმას, რომლებიც მოთმინებით იტანენ განსაცდელებს. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ იეჰოვა სიკეთეს ავლენს თავისი მსახურების მიმართ და მათი „შემწე და ნუგეშისმცემელია“ (ფსალმუნი 86:17, სქოლიო).