15 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 13 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲐ | „გადაწყვეტილი მაქვს, ყოველთვის ჩემს ზეციერ მამას ვენდო“
2024 წლის 12 მარტს კემეროვოს საოლქო სასამართლომ პაველ ბრილკოვიᲡ საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ შეცვალა მისთვის გამოტანილი განაჩენი. დაკისრებული იძულებითი შრომის ვალდებულება ჩაანაცვლა ორწლიანმა პირობითმა სასჯელმა.
2024 წლის 15 იანვარს პროკოპიევსკის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო პაველ ბრილკოვი და 2 წლითა და 10 თვით იძულებითი შრომის ვალდებულება დააკისრა. a მისთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
ზოგადი ინფორმაცია
მართალია, გული გვტკივა, რომ დღეს ჩვენი და-ძმები იდევნებიან, მაგრამ გვჯერა, რომ თუ მოთმინებით დაველოდებით ჩვენი ხსნის ღმერთს, ის მომავალში აუცილებლად გვაკურთხებს (მიქა 7:7).
დროის დიაგრამა
2021 წლის 10 ნოემბერი
გაჩხრიკეს პაველის და ვერას ბინა და ორივე დაკითხეს.
2022 წლის 30 მაისი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2023 წლის 16 მარტი
პაველს დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2023 წლის 25 მაისი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
a იძულებითი შრომის ვალდებულება გულისხმობს ხელისუფლების მიერ დაკისრებული სამუშაოს შესრულებას და გამომუშავებული ხელფასის 5-20%-ის დაკავებას. თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ჩათვლიან, რომ აღნიშნული პირი უარს აცხადებს თანამშრომლობაზე ან სამუშაოს შესრულებაზე, ის შეიძლება დააპატიმრონ.