არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნივ: ლიუბოვ კოჩეროვა მარჯვნივ: ლიუბოვ ოვჩინიკოვა

16 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 5 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ ᲫᲐᲚᲐᲨᲘ ᲐᲠ ᲨᲔᲕᲘᲓᲐ | „ჩვენ უდიდესი ერთობა გვაქვს“

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ ᲫᲐᲚᲐᲨᲘ ᲐᲠ ᲨᲔᲕᲘᲓᲐ | „ჩვენ უდიდესი ერთობა გვაქვს“

2023 წლის 5 დეკემბერს ხაბაროვსკის სამხარეო სასამართლომ გააუქმა ლიუბოვ კოჩეროვას და ლიუბოვ ოვჩინიკოვას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი და საქმე განსახილველად წინა ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნა.

2023 წლის 1 აგვისტოს ხაბაროვსკის რაიონულმა სასამართლომ (ხაბაროვსკის მხარე) დამნაშავედ ცნო ლიუბოვ კოჩეროვა და ლიუბოვ ოვჩინიკოვა და ორივეს ექვსი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

ზოგადი ინფორმაცია

მათი მაგალითები, ვინც დევნას ხვდებიან, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ იეჰოვა თითოეულ მათგანს აძლიერებს (1 მატიანე 29:12).

დროის დიაგრამა

  1. 2019, 2020

    დაიწყეს ორივე დის ფარული მოსმენა.

  2. 2022 წლის 3 მარტი

    გაჩხრიკეს ლიუბოვ კოჩეროვას სახლი და მოახდინეს ტელეფონისა და კომპიუტერის კონფისკაცია.

  3. 2022 წლის 26 მაისი

    აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ლიუბოვ კოჩეროვას წინააღმდეგ.

  4. 2022 წლის 28 მაისი

    დაკითხვა მოუწყვეს ლიუბოვ კოჩეროვას.

  5. 2022 წლის 7 ნოემბერი

    აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ლიუბოვ ოვჩინიკოვას წინააღმდეგ. ორივე დის საქმე ერთ საქმეში გაერთიანდა.

  6. 2023 წლის 21 იანვარი

    ხელახლა გაჩხრიკეს ლიუბოვ კოჩეროვას სახლი.

  7. 2023 წლის 25 აპრილი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.