არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ალექსანდრე პრიანიკოვი, ვენერა დულოვა და დარია დულოვა.

27 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2020 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 9 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2024
რუსეთი

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲡᲐᲠᲩᲔᲚᲘ ᲐᲠ ᲓᲐᲙᲛᲐᲧᲝᲤᲘᲚᲓᲐ | რუსეთის სასამართლო დამნაშავედ ცნობს ალექსანდრე პრიანიკოვს და ვენერა და დარია დულოვებს

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲡᲐᲠᲩᲔᲚᲘ ᲐᲠ ᲓᲐᲙᲛᲐᲧᲝᲤᲘᲚᲓᲐ | რუსეთის სასამართლო დამნაშავედ ცნობს ალექსანდრე პრიანიკოვს და ვენერა და დარია დულოვებს

2024 წლის 8 თებერვალს სვერდლოვსკის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ალექსანდრე პრიანიკოვისა და ვენერა დულოვას საჩივარი. ორივე მათგანს პირობითი სასჯელი შეეფარდა. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. დარია დულოვას წინააღმდეგ აღძრული საქმე კი დაიხურა, რადგან ბრალის წარდგენის დროს ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო და ხანდაზმულობის ვადაც გავიდა.

2023 წლის 14 მარტს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ალექსანდრეს, ვენერასა და დარიას საქმეზე გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი და საქმე განსახილველად წინა ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნა.

2022 წლის 15 მარტს სვერდლოვსკის საოლქო სასამართლომ გააუქმა ალექსანდრე პრიანიკოვისთვის და ვენერა და დარია დულოვებისთვის გამოტანილი განაჩენი. თუმცა სამივეს წინააღმდეგ სხვა საქმეც არის აღძრული.

2020 წლის 27 იანვარს კარპინსკის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ალექსანდრე პრიანიკოვი და ვენერა და დარია დულოვები. სასამართლომ ალექსანდრე პრიანიკოვს ორწელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა, ვენერა დულოვას — ორწლიანი, დარია დულოვას კი — ერთწლიანი. მართალია, მათ სასჯელის მოხდა ციხეში არ მოუწევთ, მაგრამ, სასჯელის ვადის დასრულებამდე, პრობაციის სამსახურის დაკვირვების ქვეშ იქნებიან. სამივე მათგანი გაასაჩივრებს გამოტანილ განაჩენს.