3 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 20 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲡᲐᲡᲯᲔᲚᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲐ | ბიბლიის ყოველდღიური კითხვა და ფიქრი ალექსეი უხოვს იეჰოვასადმი ნდობას უძლიერებს
2023 წლის 18 ივლისს ხაბაროვსკის სამხარეო სასამართლომ შეცვალა ალექსეი უხოვის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი და იმავე ვადით პირობითი სასჯელი შეუფარდა. ის მალევე გაათავისუფლეს ციხიდან.
2023 წლის 24 მარტს სოვეტსკაია-გავანის საქალაქო სასამართლომ (ხაბაროვსკის მხარე) დამნაშავედ ცნო ალექსეი უხოვი და ექვსწელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საპატიმროში.
დროის დიაგრამა
2020 წლის 22 ოქტომბერი
ფე-ეს-ბეს თანამშრომლებმა ალექსეის ბინა გაჩხრიკეს. ჩამოართვეს ელექტრონული მოწყობილობები, მეხსიერების ბარათები, SIM-ბარათები, საბანკო ბარათები, პირადი ჩანაწერები და ბეჭდური პუბლიკაციები. გამომძიებლებმა ის დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.
2020 წლის 23 ოქტომბერი
სასამართლოს განკარგულებით, ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2021 წლის 9 ივლისი
ალექსეი გაათავისუფლეს და აუკრძალეს ამურის კომსომოლსკის ტერიტორიის დატოვება. სწორედ ამ ქალაქში ჰყავდათ ის დაკავებული.
2021 წლის 6 სექტემბერი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
ზოგადი ინფორმაცია
ვიცით, იეჰოვა კვლავაც აკურთხებს ალექსეის, რადგან „იმას ჩააბარა თავი, ვინც სამართლიანად ასამართლებს“ (1 პეტრე 2:23).