13 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2021 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 6 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲡᲐᲡᲯᲔᲚᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲐ | ეგორ ბარანოვი და ენ სენ ლი სიმშვიდეს ინარჩუნებენ და იეჰოვასადმი ნდობას არ კარგავენ
2023 წლის 1 მარტს ხაბაროვსკის სამხარეო სასამართლომ ეგორ ბარანოვს ოთხწელიწად-ნახევრით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
2022 წლის 6 ივნისს ვიაზემსკის რაიონულმა სასამართლომ (ხაბაროვსკის მხარე) დამნაშავედ ცნო ეგორ ბარანოვი და ხუთი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. სამწუხაროდ, ენ სენ ლი განაჩენის გამოტანამდე გარდაიცვალა.
დროის დიაგრამა
2021 წლის 2 თებერვალი
დაიწყო სასამართლო მოსმენები ეგორისა და ენ სენის საქმეზე.
2020 წლის 20 ნოემბერი
177-დღიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ ეგორი გაათავისუფლეს.
2020 წლის 26 აგვისტო
ხაბაროვსკის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ ენ სენს ავტომობილი ჩამოართვა.
2020 წლის 29 მაისი
ეგორი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2020 წლის 26 მაისი
ხაბაროვსკის მხარეში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ეგორისა და ენ სენის წინააღმდეგ.
ზოგადი ინფორმაცია
ქებას იმსახურებენ ჩვენი და-ძმები, რომლებიც კვლავ იეჰოვაზე ამყარებენ იმედს და ეჭვი არ ეპარებათ, რომ მისი დახმარებით ბოლომდე აიტანენ ნებისმიერ განსაცდელს (2 თესალონიკელები 3:3).