არჩეულ მასალაზე გადასვლა

ლუდმილა სალიკოვა

31 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 27 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲡᲐᲡᲯᲔᲚᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲐ | ლუდმილა სალიკოვას იეჰოვა აძლიერებს და ანუგეშებს

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲡᲐᲡᲯᲔᲚᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲐ | ლუდმილა სალიკოვას იეჰოვა აძლიერებს და ანუგეშებს

2023 წლის 23 მარტს ჩელიაბინსკის საოლქო სასამართლომ მეორე სარჩელის საპასუხოდ ლუდმილა სალიკოვას წინააღმდეგ გამოტანილი ექვსწლიანი პირობითი სასჯელი ორწელიწად-ნახევრამდე შეამცირა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

2022 წლის 17 მარტს ჩელიაბინსკის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ლუდმილა სალიკოვას საჩივარი.

2022 წლის 20 იანვარს სნეჟინსკის საქალაქო სასამართლომ (ჩელიაბინსკის ოლქი) დამნაშავედ ცნო ლუდმილა და ექვსწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.

დროის დიაგრამა

  1. 2020 წლის ნოემბერი

    სნეჟინსკში სამართალდამცავებმა იეჰოვას მოწმეების ოთხი სახლი გაჩხრიკეს, მათ შორის ლუდმილას სახლი. ჩხრეკა მის სამუშაო ადგილზეც ჩაატარეს. საბოლოოდ, მას სამსახური დაატოვებინეს.

  2. 2021 წლის 26 აგვისტო

    ლუდმილას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მას ბრალად დასდეს აკრძალული რელიგიური ორგანიზაციის შეხვედრების ორგანიზება და ქვეყანაში აკრძალული ლიტერატურის შემოტანა.

  3. 2021 წლის 8 დეკემბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

ზოგადი ინფორმაცია

აშკარაა, იეჰოვა აძლიერებს და ანუგეშებს რუსეთში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებს. ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა გვარწმუნებს, რომ ის გაუჩენს „სამართალს ობოლსა და ჩაგრულს, რათა ვეღარ შეაშინოს ისინი დედამიწის მკვიდრმა, მოკვდავმა კაცმა“ (ფსალმუნი 10:18).