არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზემოთ მარცხნივ: პიოტრ ფილიზნოვი; ქვემოთ მარცხნივ: ანდრეი ვიუშინი; მარჯვნივ: ალექსანდრე და მარია კუზნეცოვები

13 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 6 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
რუსეთი

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲡᲐᲩᲘᲕᲐᲠᲘ | იაროსლავლში მოწმეების სამ ოჯახს დევნიან

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲡᲐᲩᲘᲕᲐᲠᲘ | იაროსლავლში მოწმეების სამ ოჯახს დევნიან

2023 წლის 30 ოქტომბერს ძერჟინსკის რაიონულმა სასამართლომ (იაროსლავლი) ნაწილობრივ დააკმაყოფილა პიოტრ ფილიზნოვისა და ანდრეი ვიუშინის საჩივარი და პირობითი სასჯელის ვადა ორწელიწად-ნახევრამდე შეუმცირა. ალექსანდრე და მარია კუზნეცოვების სასჯელის ვადა უცვლელი დარჩა.

2023 წლის 3 აგვისტოს ძერჟინსკის რაიონულმა სასამართლომ (იაროსლავლი) დამნაშავედ ცნო პიოტრ ფილიზნოვი, ანდრეი ვიუშინი, ალექსანდრე კუზნეცოვი და მისი მეუღლე, მარია კუზნეცოვა და ყველა მათგანს პირობითი სასჯელი შეუფარდა, ანდრეისა და პიოტრს — ექვსწელიწად-ნახევრით, ხოლო ალექსანდრეს და მარიას — ორწელიწად-ნახევრით. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

ზოგადი ინფორმაცია

გვჯერა, რომ იეჰოვას ერთგული ამ ოთხი და-ძმის მსგავსად, ჩვენც მათ შორის ვიქნებით, ვისაც ურყევი რწმენა აქვს და იეჰოვაზე სრულადაა მინდობილი (ფსალმუნი 125:1).

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 13 აპრილი

    სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს მათი სახლები, რის შემდეგაც ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

  2. 2021 წლის 15 აპრილი

    მოათავსეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

  3. 2021 წლის 14 ივლისი

    გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  4. 2022 წლის 9 სექტემბერი

    აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.