არჩეულ მასალაზე გადასვლა

კირილ და სვეტლანა გუშჩინები

9 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 2 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲣᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲝᲓ ᲪᲜᲝᲑᲐ | ძმა კირილ გუშჩინს თანაქრისტიანებისთვის ლოცვა აძლიერებს

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲣᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲝᲓ ᲪᲜᲝᲑᲐ | ძმა კირილ გუშჩინს თანაქრისტიანებისთვის ლოცვა აძლიერებს

2024 წლის 2 Მაისს მაისკის რაიონულმა სასამართლომ (ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა) უდანაშაულოდ ცნო კირილ გუშჩინი და მას ყველა ბრალდება მოუხსნა.

დროის დიაგრამა

  1. 2020 წლის 20 მაისი

    ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შეიარაღებულმა თანამშრომლებმა კირილი სამსახურისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს, ხელბორკილები დაადეს და სახლში დააბრუნეს. კირილი და მისი მეუღლე სვეტლანა ერთ ოთახში შეიყვანეს, თვითონ კი ბინის ჩხრეკა დაიწყეს. ერთ-ერთმა თანამშრომელმა საძინებელ ოთახში და კიდევ ერთ ოთახში აკრძალული ლიტერატურა დამალა.

  2. 2021 წლის 26 აპრილი

    სამართალდამცავებმა საქმე აღძრეს კირილის წინააღმდეგ ერთი პირის ჩვენების საფუძველზე, რომელიც ფარულად იწერდა კრების შეხვედრებს. მას ბრალი წაუყენეს სიმღერების მღერის, ლოცვის და 1 კორინთელების 13:8-ში ჩაწერილ სიტყვებზე მსჯელობის გამო: „სიყვარული არასოდეს მთავრდება“.

  3. 2021 წლის 28 აპრილი 

    სამართალდამცავებმა კირილს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. ცალკე საქმე აღიძრა სვეტლანასა და ოთხი დის წინააღმდეგ.

  4. 2021 წლის 19 მაისი 

    საქმეში ჩართულ ფე-ეს-ბეს ერთ-ერთ თანამშრომელს მოწმის დაშანტაჟება დასდეს ბრალად. მას ადრეც ედებოდა ბრალი იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ყალბი სამხილების გამოყენებაში. საგამოძიებო სამსახურის ბრძანებით, საქმე პროკურატურას დაუბრუნდა დამატებითი მოკვლევის ჩასატარებლად.

  5. 2021 წლის 7 ივნისი 

    საქმე განახლდა და მაისკის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

ზოგადი ინფორმაცია

კირილის მსგავსად, ჩვენც გვჯერა, რომ „იეჰოვა იქნება თავშესაფარი ჩაგრულთათვის“ და რუსეთსა და ყირიმში მცხოვრებ ყველა ჩვენს და-ძმას დაეხმარება, მოთმინებით აიტანოს დევნა (ფსალმუნი 9:9, 10).