არჩეულ მასალაზე გადასვლა

ანდრეი და ირინა ოხაპკინები

20 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 24 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲤᲣᲚᲐᲓᲘ ᲯᲐᲠᲘᲛᲐ | ანდრეი ოხაპკინს შემოქმედებაზე დაკვირვება აძლიერებს

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲤᲣᲚᲐᲓᲘ ᲯᲐᲠᲘᲛᲐ | ანდრეი ოხაპკინს შემოქმედებაზე დაკვირვება აძლიერებს

2024 წლის 13 აგვისტოს კინეშემსკის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ანდრეი ოხაპკინი და 540 000 (6 064$) ოდენობით ფულადი ჯარიმა დააკისრა.

ზოგადი ინფორმაცია

ანდრეის მსგავსად ჩვენც ვუკვირდებით „ღვთის საოცარ საქმეებს“, რომლებიც შეგვახსენებს, როგორი მოსიყვარულე ღმერთი გვყავს (იობი 37:14).

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 18 ნოემბერი

    აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

  2. 2021 წლის 23 ნოემბერი

    გაჩხრიკეს იეჰოვას მოწმეთა 6 სახლი, მათ შორის ანდრეის ბინა. ის დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

  3. 2021 წლის 24 ნოემბერი

    მას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი.

  4. 2021 წლის 25 ნოემბერი

    გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

  5. 2022 წლის 17 თებერვალი

    გადაიყვანეს შინაპატიმრობაში.

  6. 2022 წლის 14 ივლისი

    გაათავისუფლეს შინაპატიმრობიდან და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  7. 2022 წლის 15 დეკემბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.