არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვალერი შიტცი და მისი მეუღლე, ირინა

23 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 25 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲤᲣᲚᲐᲓᲘ ᲯᲐᲠᲘᲛᲐ | „ახლა უდიდეს ძალას ვგრძნობ“

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲤᲣᲚᲐᲓᲘ ᲯᲐᲠᲘᲛᲐ | „ახლა უდიდეს ძალას ვგრძნობ“

2024 წლის 24 ივნისს ლესოსიბირსკის საქალაქო სასამართლომ (კრასნოიარსკის მხარე) დამნაშავედ ცნო ვალერი შიტცი და 600 000 რუბლის (6 894 $) ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

ზოგადი ინფორმაცია

გვახარებს იმის ცოდნა, რომ რა განსაცდელსაც არ უნდა შევხვდეთ, იეჰოვა და და-ძმები მუდამ მხარს გვიჭერენ (1 პეტრე 5:9, 10).

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 19 ნოემბერი

    აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

  2. 2021 წლის 25 ნოემბერი

    გაჩხრიკეს ვალერის ბინა და დაკითხვა მოუწყვეს.

  3. 2021 წლის 26 ნოემბერი

    ვალერის დაუწესეს გარკვეული შეზღუდვები.

  4. 2022 წლის 18 მაისი

    ვალერის დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  5. 2023 წლის 10 აპრილი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.