1 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2024 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 9 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲤᲣᲚᲐᲓᲘ ᲯᲐᲠᲘᲛᲐ | „იეჰოვას არასოდეს მივუტოვებივარ“
2024 წლის 8 აგვისტოს კურგანის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ანატოლი ისაკოვი და 400 000 რუბლის (4 522$) ოდენობით ჯარიმა დააკისრა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
ზოგადი ინფორმაცია
ანატოლი ჩვენთვის ნამდვილად სამაგალითოა; ის სირთულეების მიუხედავად მტკიცე რწმენას ინარჩუნებს. გვახარებს იმის ცოდნა, რომ რა განსაცდელსაც არ უნდა შევხვდეთ, იეჰოვა იქნება ჩვენი „გულის სიმაგრე“ (ფსალმუნი 73:26).
დროის დიაგრამა
2021 წლის 13 ივლისი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2021 წლის 14 ივლისი
გაჩხრიკეს ანატოლის ბინა და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
2021 წლის 15 ივლისი
გადაიყვანეს წინასწარი მოთავსების იზოლატორში.
2021 წლის 21 ივლისი
ძმებმა თხოვნით მიმართეს კურგანის ოლქის ჯანდაცვის სამსახურს, რომ ანატოლი გაეთავისუფლებინათ და ნება მიეცათ მისთვის, ქიმიოთერაპიის კურსი გაეგრძელებინა.
2021 წლის 28 აგვისტო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნის შედეგად ანატოლი გათავისუფლდა პატიმრობიდან. მას დაუწესდა გადაადგილების შეზღუდვა.
2023 წლის 6 ივლისი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.