არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ოლეგ კონშინი, სერგეი მალიანოვი და სვეტლანა მალიანოვა

28 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 27 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲤᲣᲚᲐᲓᲘ ᲯᲐᲠᲘᲛᲐ | ისინი იეჰოვაზე მინდობით უმკლავდებიან საწუხარს

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲤᲣᲚᲐᲓᲘ ᲯᲐᲠᲘᲛᲐ | ისინი იეჰოვაზე მინდობით უმკლავდებიან საწუხარს

2023 წლის 26 აპრილს ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ (ნიჟნი-ნოვგოროდი) დამნაშავედ ცნო ოლეგ კონშინი, სერგეი მალიანოვი და რომან ჟივოლუპოვი a, აგრეთვე სერგეის ქალიშვილი, სვეტლანა მალიანოვა. სასამართლომ მათ ფულადი ჯარიმა დააკისრა, რომელიც განისაზღვრა 450 000-დან (5 494$) 700 000 რუბლამდე (8 546$).

ზოგადი ინფორმაცია

ჩვენს ერთგულ და-ძმებზე აშკარად სრულდება შემდეგი სიტყვები: „იეჰოვას იმედი გქონდეს, გამბედაობა მოიკრიბე და გული გაიმაგრე!“ (ფსალმუნი 27:14).

დროის დიაგრამა

  1. 2019 წლის 7 თებერვალი

    მოსამართლის ნებართვით პოლიციამ სასმენი მოწყობილობა დაამონტაჟა სერგეის ტელეფონსა და ელექტრონულ მოწყობილობებში.

  2. 2019 წლის 16, 17 ივლისი

    პოლიციამ გაჩხრიკა იეჰოვას მოწმეთა 31 ბინა ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში. ოლეგი, სერგეი და სვეტლანა დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. მათ წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

  3. 2019 წლის 18 ივლისი

    ოლეგი, სერგეი და სვეტლანა გაათავისუფლეს. სასამართლომ მათ შეზღუდვები დაუწესა. ოლეგსა და სერგეის აუკრძალეს დღის გარკვეული მონაკვეთში სახლიდან გასვლა, ერთმანეთთან კომუნიკაცია და ინტერნეტის გამოყენება.

  4. 2021 წლის 24 აგვისტო

    რომანს ოფიციალურად წაუყენეს ბრალად ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა და დაუწესეს გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები.

  5. 2022 წლის 3 მარტი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

a b რომან ჟივოლუპოვის ფოტო არაა ხელმისაწვდომი.