არჩეულ მასალაზე გადასვლა

ირინა მიხაილენკო

9 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 25 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲤᲣᲚᲐᲓᲘ ᲯᲐᲠᲘᲛᲐ | „ლოცვა უდიდეს ძალას მაძლევს“

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲤᲣᲚᲐᲓᲘ ᲯᲐᲠᲘᲛᲐ | „ლოცვა უდიდეს ძალას მაძლევს“

2023 წლის 25 აპრილს ჩელიაბინსკის მეტალურგიულმა რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ირინა მიხაილენკო და ფულადი ჯარიმა დააკისრა 120 000 რუბლის (1 471$) ოდენობით.

ზოგადი ინფორმაცია

ძალიან გვამხნევებს ირინას შემართება და ის, თუ რამხელა ნდობას უცხადებს იეჰოვას, რომელიც „იცავს თავის ერთგულთა სიცოცხლეს“ (ფსალმუნი 97:10).

დროის დიაგრამა

  1. 2019 წლის 26 მარტი

    ჩელიაბინსკის ოლქში სამართალდამცავებმა ათი იეჰოვას მოწმის სახლი გაჩხრიკეს, მათ შორის, ირინას ბინაც.

  2. 2021 წლის 31 აგვისტო

    აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

  3. 2021 წლის 22 ოქტომბერი

    ირინას ბინა ხელმეორედ გაჩხრიკეს, რის შემდეგაც განყოფილებაში გადაიყვანეს და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  4. 2021 წლის 27 ოქტომბერი

    მას ბრალად დასდეს აკრძალული რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა.

  5. 2022 წლის 7 სექტემბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.