3 ᲛᲐᲘᲡᲘ | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 26 ᲛᲐᲠᲢᲘ
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲤᲣᲚᲐᲓᲘ ᲯᲐᲠᲘᲛᲐ | ლოცვით გაძლიერებულნი
2024 წლის 25 მარტს ვოტკინსკის რაიონულმა სასამართლომ (უდმურტეთის რესპუბლიკა) დამნაშავედ ცნო სერგეი გობოზევი და მიხეილ პოტაპოვი. მათ ფულადი ჯარიმა დაეკისრათ, სერგეის 450 000 რუბლის (4 855$), მიხეილს კი – 400 000 რუბლის (4 316$) ოდენობით.
დროის დიაგრამა
2021 წლის 20 იანვარი
საქმე აღიძრა სერგეისა და მიხეილის წინააღმდეგ. მათ ბრალად წაუყენეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება.
2021 წლის 21 იანვარი
გაჩხრიკეს სერგეის ბინა. პოლიციამ მას ჩამოართვა პირადი ნივთები: მართვის მოწმობა, მანქანის დოკუმენტები, ელექტრონული მოწყობილობები, სურათების ალბომი და ბიბლიის სხვადასხვა თარგმანი. გაჩხრიკეს მიხეილის სახლიც, თავად მიხეილი კი დააკავეს.
2021 წლის 22 იანვარი
სერგეის შინაპატიმრობა შეუფარდეს. მიხეილი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2021 წლის 18 მაისი
სერგეის მოუხსნეს შინაპატიმრობა, მაგრამ გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები კვლავ ძალაში დაუტოვეს.
2021 წლის 19 მაისი
მიხეილი გაათავისუფლეს წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2021 წლის 7 ოქტომბერი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
ზოგადი ინფორმაცია
გვჯერა, იეჰოვა კვლავაც დაუჭერს მხარს სერგეისა და მიხეილს, რომლებიც რწმენას ლოცვითა და ბიბლიის შესწავლით იძლიერებენ (კოლოსელები 2:6, 7).