არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: მაქსიმ ამოსოვი, მიხეილ გორდეევი, ნიკოლაი ლეშჩენკო და დიმიტრი რავნუშკინი

21 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 31 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲤᲣᲚᲐᲓᲘ ᲯᲐᲠᲘᲛᲐ | ძმები თანაქრისტიანების დახმარებით იძლიერებენ რწმენას

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲤᲣᲚᲐᲓᲘ ᲯᲐᲠᲘᲛᲐ | ძმები თანაქრისტიანების დახმარებით იძლიერებენ რწმენას

2023 წლის 28 ივლისს პეტროზავოდსკის საქალაქო სასამართლომ (კარელიის რესპუბლიკა) დამნაშავედ ცნო მაქსიმ ამოსოვი, მიხეილ გორდეევი, ნიკოლაი ლეშჩენკო და დიმიტრი რავნუშკინი. სასამართლომ მათ ფულადი ჯარიმა დაეკისრა, რომელიც განისაზღვრა 450 000-დან (4 909$) 500 000 რუბლამდე (5 455$).

დროის დიაგრამა

  1. 2019 წლის 31 ივლისი

    ფე-ეს-ბეს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს 16 იეჰოვას მოწმის სახლი და სამუშაო ადგილი.

  2. 2019 წლის 2 აგვისტო

    გამომძიებელმა მაქსიმს ქვეყნის დატოვება აუკრძალა. სამართალდამცავებმა საქმე აღძრეს ნიკოლაის წინააღმდეგ და საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს.

  3. 2019 წლის 6 აგვისტო

    გამომძიებელმა მაქსიმსა და ნიკოლაის ბრალი ბიბლიის შესწავლის გამო წაუყენა.

  4. 2019 წლის 5 სექტემბერი

    ფე-ეს-ბეს თანამშრომლებმა სამუშაო ადგილზე დააკავეს მიხეილი და კომპიუტერი ჩამოართვეს. გამომძიებელმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მის წინააღმდეგ.

  5. 2019 წლის 20 სექტემბერი

    ფე-ეს-ბეს ოფიცრებმა გაჩხრიკეს დიმიტრის სამუშაო ადგილი და ტელეფონი ჩამოართვეს. გამომძიებელი ოთხი საათის განმავლობაში აწარმოებდა დიმიტრის დაკითხვას, რის შემდეგაც საქმე აღძრა მის წინააღმდეგ და საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება აუკრძალა.

  6. 2021 წლის 18 ოქტომბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

ზოგადი ინფორმაცია

ძალიან გვამხნევებს იმის გაგება, რომ რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმები, დევნის მიუხედავად, კვლავაც დადიან ჭეშმარიტებაში (3 იოანე 4).

a b ინტერვიუს აღება ვერ მოხერხდა.