არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ანდრეი და ნინა მარტინოვები, ზოია პავლოვა და მიხეილ ერმაკოვი

8 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 15 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲯᲐᲠᲘᲛᲘᲡ ᲨᲔᲪᲕᲚᲐ | დარწმუნებულნი იეჰოვას მხარდაჭერაში

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲯᲐᲠᲘᲛᲘᲡ ᲨᲔᲪᲕᲚᲐ | დარწმუნებულნი იეჰოვას მხარდაჭერაში

2023 წლის 13 თებერვალს ჩუვაშეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ შეამცირა დაკისრებული ჯარიმის საფასური. ნინა მარტინოვას და ზოია პავლოვას 350 000 რუბლის ($4 780) ნაცვლად, 80 000 რუბლის ($1 092) გადახდა მოუწევთ. ანდრეი მარტინოვისა და მიხეილ ერმაკოვის სასჯელი უცვლელი დარჩა.

2022 წლის 22 დეკემბერს ალატირსკის რაიონულმა სასამართლომ (ჩუვაშეთის რესპუბლიკა) დამნაშავედ ცნო ანდრეი, ნინა, ზოია და მიხეილი. ნინას და ზოიას დაეკისრათ ჯარიმა 350 000 რუბლის ($4 780) ოდენობით, ხოლო ანდრეის და მიხეილს ექვსი წლით პირობითი სასჯელი შეეფარდათ. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

ზოგადი ინფორმაცია

ჩვენ ერთგული და-ძმების მსგავსად, რომლებიც მტკიცენი და გაბედულები არიან, ეჭვი არ გვეპარება, რომ სირთულეების დროს იეჰოვა ჩვენც დაგვიჭერს მხარს (იგავები 28:1).

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 23 ივნისი

    სამართალდამცავებმა ალატირში ჩვენი და-ძმების ბინები გაჩხრიკეს.

  2. 2021 წლის 28 ოქტომბერი

    ანდრეის ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  3. 2022 წლის 25 აპრილი

    ანდრეის ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ნინას წინააღმდეგაც. მას ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა.

  4. 2022 წლის 26 აპრილი

    სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ზოიას წინააღმდეგ. მას ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა.

  5. 2022 წლის 28 აპრილი

    სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მიხეილის წინააღმდეგ. მას ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება.

  6. 2022 წლის 31 აპრილი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.