2020 წლის 11 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
2020 წლის 13 თებერვალს სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს ძმა მიხეილ პოპოვისა და ელენა პოპოვას საქმეზე
ვილუჩინსკის საქალაქო სასამართლოს დაგეგმილი აქვს, რომ ხუთშაბათს, 2020 წლის 13 თებერვალს, განაჩენი გამოიტანოს ძმა მიხეილ პოპოვისა და მისი მეუღლის, ელენა პოპოვას საქმეზე. წყვილი 2018 წლის 30 ივლისს დააკავეს კამჩატკაზე და მოგვიანებით გაათავისუფლეს. მათ ბრალად წაუყენეს „ექსტრემისტულ საქმიანობაში“ მონაწილეობა.
მიხეილი და ელენა იეჰოვაზე არიან დაიმედებული ამ ძნელბედობის პერიოდში. გვჯერა, რომ ღმერთი იქნება მათი „თავშესაფარი და ძალა“ (ფსალმუნი 46:1).