არჩეულ მასალაზე გადასვლა

და ვალენტინა სუვოროვა მეუღლესთან, ვლადიმერთან ერთად

2021 წლის 9 მარტი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

73 წლის დას რწმენის გამო გამამტყუნებელი განაჩენი ელის

73 წლის დას რწმენის გამო გამამტყუნებელი განაჩენი ელის

სავარაუდო სასჯელი

ჩელიაბინსკში მდებარე მეტალურგიჩესკის რაიონული სასამართლო მალე განაჩენს გამოიტანს და ვალენტინა სუვოროვას საქმეზე. a პროკურორს ჯერ არ დაუკონკრეტებია რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს და ვალენტინასთვის.

ზოგადი ინფორმაცია

ვალენტინა სუვოროვა

  • დაიბადა: 1948 წელს ქალაქ სოროვსკოეში (კურგანის ოლქი).

  • ბიოგრაფია: პენსიაში გასვლამდე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩელიაბინსკის მუსიკალურ სკოლაში ასწავლიდა. უყვარს ბაღში მუშაობა, ცეკვა და მუსიკის მოსმენა.

    1973 წელს დაქორწინდა ვლადიმერზე. მათ ერთი ვაჟი ჰყავდათ, იგორი, რომელიც რამდენიმე წლის წინ სიმსივნით გარდაიცვალა. ახლახან ვალენტინას დედა და დაც დაეღუპა.

სასამართლო საქმე

2019 წლის 26 მარტს ავტომატებით შეიარაღებულმა პოლიციის თანამშრომლებმა ჩელიაბინსკსა და ემანჟელინსკში ჩვენი და-ძმების 20-ზე მეტი ბინა გაჩხრიკეს. 2019 წლის 5 დეკემბერს, ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, და ვალენტინა, რომელიც უკვე 73 წლისაა, დამნაშავედ ცნეს ბიბლიის კითხვისა და სხვებისთვის თავისი რწმენის გაზიარების გამო. ამჟამად მას ეკრძალება ქალაქიდან გასვლა. ქრისტიანული რწმენის გამო ვლადიმერიც გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია.

ვალენტინა იხსენებს, რა მოხდა, როდესაც სამართალდამცავები ავტომატებით შეცვივდნენ მათ ბინაში გამთენიისას, როცა ჯერ კიდევ ეძინათ. ის ამბობს: „ვერც ხელ-პირი დავიბანეთ, ვერც თმა დავივარცხნეთ და ვერც ნორმალურად ჩავიცვით. მათ ყველაფერი ძირს გადმოყარეს, ყველა კუთხე-კუნჭული გაჩხრიკეს: კომოდები, სამკაულების შესანახი ყუთები, საფულეები და ჯიბეები. ... ისინი იყურებოდნენ ქვაბებში, მათ გადასაფარებლები და საწოლებიც კი შეამოწმეს“.

ასაკისა და სუსტი ჯანმრთელობის გამო ვალენტინა ნერვიულობდა, რომ დევნა უარყოფითად აისახებოდა მის მდგომარეობაზე.

ვალენტინა ამბობს, რომ ბიბლიის რეგულარული კვლევა ეხმარებოდა მას რწმენის განმტკიცებაში. „დღის მუხლის განხილვა, წაკითხულ ბიბლიურ მონაკვეთებზე ფიქრი და ცხოვრებაში გამოყენება, მეხმარებოდა, მოთმინებით ამეტანა ყველა განსაცდელი“, — აღნიშნავს ის.

ვალენტინა იმასაც ამბობს, რომ კრების შეხვედრებისთვის მომზადება, დასწრება, პირადი შესწავლა და ოჯახთან ერთად თაყვანისცემა ძალიან მნიშვნელოვანია სტრესულ სიტუაციებთან გასამკლავებლად. „ყველა შეხვედრაზე რაღაც ახალს ვსწავლობ, რაც მინდა, რომ გამოვიყენო ცხოვრებაში“. ის აგრეთვე ამბობს, რომ გულითადი ლოცვები დიდ შვებას ჰგვრის. „ყოველთვის ვემადლიერები ღმერთს დახმარებისთვის“.

ვალენტინა საკუთარ თავსაც და სხვებსაც ასეთ რამეს ახსენებს: „არაფრის უნდა გვეშინოდეს. მტკიცე და ურყევი რწმენა გქონდეთ და გახსოვდეთ მათეს 6:33 და 2 კორინთელების 1:3, 4“.

რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმების შემთხვევებიდან, მათ შორის ვალენტინასა და ვლადიმერის მაგალითიდან, აშკარად ჩანს ფსალმუნის 64:10-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „მართალი გაიხარებს იეჰოვათი და მას შეაფარებს თავს; ყველა გულმართალი იამაყებს“.

a განაჩენის გამოტანის თარიღი ყოველთვის არ არის წინასწარ ცნობილი.