2021 წლის 26 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
77 წლის ძმა ვლადიმერ ფილიპოვს ექვსწელიწადნახევრიანი პატიმრობა ემუქრება
სავარაუდო სასჯელი
2021 წლის 27 იანვარს a პრიმორიეს მხარეში მდებარე ნადეჟდინსკის რაიონული სასამართლო განაჩენს გამოიტანს ძმა ვლადიმერ ფილიპოვის საქმეზე. მას ექვსწელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ზოგადი ინფორმაცია
ვლადიმერ ფილიპოვი
დაიბადა: 1943 წელს ოქტიაბრსკში (ნოვოსიბირსკის ოლქი)
ბიოგრაფია: მამამისი მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა მის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე. ვლადიმერმა დაამთავრა ტომსკის საარტილერიო სკოლა 1964 წელს და გახდა ლეიტენანტი. დაქორწინდა ლუბაზე 1967 წელს. 27 წელი გაატარა სამხედრო სამსახურში. მსახურობდა პენსიაში გასვლამდე.
1994 წელს შეუერთდა მეუღლეს ბიბლიის შესწავლაში. ორივენი მომდევნო წელს მოინათლნენ.
სასამართლო საქმე
2017 წლის აგვისტოში სამართალდამცავებმა რაზდოლნოიეში ძმა ვლადიმერისა და სხვა ძმების სახლებში ფარულად დაამონტაჟეს აუდიო და ვიდეო სათვალთვალო მოწყობილობები. თვეების განმავლობაში ისინი ფარულად იწერდნენ, როგორ საუბრობდა ვლადიმერი კრების შეხვედრების დროს და მსჯელობდა ბიბლიურ საკითხებზე თავის მეზობლებთან.
2018 წლის 19 ივლისს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შეიარაღებული და ნიღბიანი ოფიცრები ძმა ვლადიმერის სახლში შეიჭრნენ. მათ სახეში დაარტყეს ძმა ვლადიმერს, რომელიც იმ დროს 75 წლის იყო, იატაკზე დააწვინეს და ხელები ზურგს უკან შეუკრეს. შემდეგ კი მისი ბინა გაჩხრიკეს. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ გაჩხრიკეს ვლადიმერის სახლი 2019 წლის აგვისტოში და 2020 წლის იანვარში. მეორე ჩხრეკის შემდეგ ვლადიმერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
დაე იეჰოვამ კვლავაც მისცეს ჩვენს საყვარელ და-ძმებს საჭირო ძალა და ამტანობა რწმენისა და სიხარულის შესანარჩუნებლად (ესაია 40:29, 31).
a შესაძლოა შეიცვალოს.