არჩეულ მასალაზე გადასვლა

სამი ძმა, რომელთაც პირობითი სასჯელი აქვთ შეფარდებული

2021 წლის 14 ოქტომბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

80-ზე მეტი იეჰოვას მოწმის ცხოვრება პირობითი მსჯავრით

80-ზე მეტი იეჰოვას მოწმის ცხოვრება პირობითი მსჯავრით

მას შემდეგ, რაც 2017 წლის აპრილში რუსეთში იეჰოვა მოწმეთა საქმიანობა აიკრძალა, 500-ზე მეტი და-ძმა დააპატიმრეს და ექსტრემისტად შერაცხეს. მათგან 40-ზე მეტს პატიმრობა მიუსაჯეს, 15-ს ფულადი ჯარიმა დააკისრეს, ხოლო 80-ზე მეტს პირობითი სასჯელი შეუფარდეს. მართალია, პირობითი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ ამ და-ძმებისთვის გამოტანილი განაჩენი მაინც უსამართლოა და არც თუ ისე ადვილი ასატანი.

რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მოსამართლეს აქვს უფლება, მსჯავრდებულს პატიმრობის ნაცვლად პირობითი სასჯელი შეუფარდოს. ამ შემთხვევაში, მოსამართლე განსაზღვრავს საპრობაციო ვადას და მას გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს. თუ მსჯავრდებული დაარღვევს შეზღუდვებს, სასამართლოს უფლება აქვს, პირობითი სასჯელი იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალოს.

როგორია ცხოვრება პირობითი მსჯავრით და როგორ ეხმარება იეჰოვა ჩვენს და-ძმებს ამ სიტუაციაში? ჩვენ ინტერვიუ ავიღეთ რამდენიმე მათგანისგან, რომელთა სასჯელიც ორიდან ექვს წლამდე მერყეობს. ისინი გვიყვებიან, რა სირთულეებს ხვდებიან და როგორ უდგას იეჰოვა მათ მხარში.

წაკითხულმა ალბათ გაგიძლიერათ იმის სურვილი, რომ უფრო ხშირად და კონკრეტულად ილოცოთ იმ და-ძმებისთვის და მათი ოჯახებისთვის, რომლებიც მსგავს პრობლემებს ხვდებიან. ამ ძმების ისტორიებმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ იეჰოვა უპასუხოდ არ ტოვებს ასეთ ლოცვებს და განსაცდელების დროს მხარში უდგას თავის ერთგულ მსახურებს (2 კორინთელები 1:3, 4).