არჩეულ მასალაზე გადასვლა

ელენა საველიევა

2021 წლის 28 ოქტომბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

80 წლის ასაკში ყოფილი პედაგოგი ბიბლიურ თემებზე საუბრის გამო სამართლებრივი დევნის მსხვერპლი ხდება

80 წლის ასაკში ყოფილი პედაგოგი ბიბლიურ თემებზე საუბრის გამო სამართლებრივი დევნის მსხვერპლი ხდება

განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს ელენა საველიევას საჩივარს

2022 წლის 14 თებერვალს ტომსკის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ელენა საველიევას საჩივარი. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 17 ნოემბერი

    სევერსკის საქალაქო სასამართლომ (ტომსკის ოლქი) დამნაშავედ ცნო ელენა საველიევა და ოთხწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. პროკურორმა მანამდე მოითხოვა, რომ 80 წლის ელენასთვის ფულადი ჯარიმა დაეკისრებინათ 500 000 რუბლის (7 198$) ოდენობით.

  2. 2021 წლის 22 ივლისი

    გაიმართა პირველი სასამართლო სხდომა.

  3. 2021 წლის 25 მარტი

    პროკურატურამ საქმე აღძრა ელენას წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მას ბრალად ედება „ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით პირის დარწმუნება, გადაბირება და სხვაგვარად დაყოლიება“.

    ბრალდება ეფუძნება ორი ქალის, ფედერალური უსაფრთხოების აგენტისა და რუსეთის ეროვნული გვარდიის თანამშრომლის, ჩვენებებს. მათ ელენას თავი მოაჩვენეს, რომ ბიბლია აინტერესებდათ. სინამდვილეში, ჩუმად იწერდნენ მასთან საუბრებს და მთელ ინფორმაციას ელენასა და მისი ახლობლების შესახებ სამართალდამცავებს აწვდიდნენ.

ზოგადი ინფორმაცია

ძალიან გვამხნევებს ელენას შემართება და დარწმუნებული ვართ, იეჰოვა ამჩნევს ყველას, ვინც იბრძვის „სასიხარულო ცნობის რწმენისთვის“ და მოწინააღმდეგეთ არ უშინდება (ფილიპელები 1:27, 28).