2020 წლის 9 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
პროკურორი არ აკმაყოფილებს რუსეთის სახელმწიფოს მოთხოვნას ბელორუსიის ციხიდან გათავისუფლებული ძმა ნიკოლაი მახალიჩევის ექსტრადირების თაობაზე
2020 წლის 7 აპრილს ბელორუსიის გენერალურმა პროკურატურამ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა ძმა ნიკოლაი მახალიჩევის რუსეთში ექსტრადირების შესახებ, რომელიც უკვე გაათავისუფლეს ციხიდან. ძმა ნიკოლაის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა შეიტყო, რომ მას ციხიდან გაათავისუფლებდნენ. ის ფიქრობდა, რომ იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს ბელორუსიაში თავისუფლად აღნიშნავდა, იქაურ თანაქრისტიანებთან ერთად.
სამართალდამცავებმა ძმა ნიკოლაი მახალიჩევი 2020 წლის 21 თებერვალს დააპატიმრეს, როდესაც ის რუსეთიდან ბელორუსიაში მეგობრების სანახავად მიემგზავრებოდა. პოლიციის თანამშრომლებმა ძმა ნიკოლაის პასპორტი შეუმოწმეს და მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც აღმოაჩინეს, რომ იმ საერთაშორისო ძებნილთა სიაში იყო, რომელთაც რუსეთში „ექსტრემისტული“ ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებაში ედებათ ბრალი.
სამართალდამცავებმა სამდღიანი დაკითხვის შემდეგ ძმა ნიკოლაი საპატიმროში გადაიყვანეს. ამ დროის განმავლობაში ისინი მსჯელობდნენ, დაებრუნებინათ თუ არა ის რუსეთში, სადაც 2019 წლის იანვარში მის წინააღმდეგ საქმე იქნა აღძრული. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც იეჰოვას მოწმე რუსეთის სასამართლო ორდერის საფუძველზე სხვა ქვეყანაში დააპატიმრეს.
ციხეში ყოფნის დროს ძმა ნიკოლაის ფარ-ხმალი არ დაუყრია და სულიერ განრიგსაც არ ჩამორჩენია. იქ ყოფნის განმავლობაში ის ოთხ ბიბლიის შესწავლას ატარებდა. მარტის თვეში მან მსახურებას 198 საათი დაუთმო.
დარწმუნებულნი ვართ, რომ სირთულეების დროს რუსეთში მცხოვრები და-ძმები კვლავ იეჰოვაზე იქნებიან მინდობილნი, რადგან ის ჩვენი კლდე და თავშესაფარია (ფსალმუნი 142:5).