არჩეულ მასალაზე გადასვლა

სერგეი და ანასტასია პოლიაკოვები (მარცხნივ), დები გაუხარ ბეკტემიროვა (მარჯვნივ, ზემოთ) და დინარა დიუსეკეიევა (მარჯვნივ ქვემოთ)

2020 წლის 25 სექტემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთში ერთ იეჰოვას მოწმე წყვილს, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ ჩასმული და კიდევ ორ დას, გამამტყუნებელი განაჩენი ელით

რუსეთში ერთ იეჰოვას მოწმე წყვილს, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ ჩასმული და კიდევ ორ დას, გამამტყუნებელი განაჩენი ელით

სავარაუდო სასჯელი

2020 წლის 21 ოქტომბერს a ქალაქ ომსკში მდებარე პერვომაისკის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს საქმეზე, რომელიც აღძრულია ძმა სერგეი პოლიაკოვის, მისი მეუღლე ანასტასიას და კიდევ ორი დის, გაუხარ ბეკტემიროვასა და დინარა დიუსეკეიევას წინააღმდეგ. პროკურატურამ მოითხოვა, რომ ძმა სერგეის შეუფარდონ თავისუფლების აღკვეთა ექვსწელიწადნახევრიანი ვადით, სამი დიდან თითოეულს კი, ორწლიანი პირობითი სასჯელი დააკისრონ.

ზოგადი ინფორმაცია

სერგეი პოლიაკოვი

  • დაიბადა: 1972 წელს (მურმანსკის ოლქი)

  • ბიოგრაფია: ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გახდა რადიოფიზიკოსი. 2003 წელს დაქორწინდა ანასტასიაზე.

ანასტასია პოლიაკოვა

  • დაიბადა: 1984 წელს (მურმანსკის ოლქი)

  • ბიოგრაფია: სწავლობდა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. მას და სერგეის უყვართ ენების შესწავლა. სწავლობენ ჩინურ, ყაზახურ და სერბიულ ენებს, აგრეთვე რუსულ ჟესტურ ენას.

გაუხარ ბეკტიემიროვა

  • დაიბადა: 1976 წელს (ურილი, ყაზახეთი)

  • ბიოგრაფია: ექვსი დედმამიშვილიდან ყველაზე უმცროსია. გაიზარდა ყაზახეთის მთიან რეგიონში, რის გამოც ძალიან უყვარს ბუნება. წლების განმავლობაში აინტერესებდა, რა იყო სიცოცხლის აზრი, მაგრამ პასუხს ვერ პოულობდა. ბოლოს ლოგიკური და დამაკმაყოფილებელი პასუხები ბიბლიაში იპოვა. სწორედ ბიბლიის საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგია ის, რომ უსამართლო დაპატიმრებას მშვიდად და მხნედ იტანს.

დინარა დიუსეკეიევა

  • დაიბადა: 1982 წელს (ლენინგრადსკოვე, ყაზახეთი)

  • ბიოგრაფია: ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში გაუჩნდა კითხვა, რა იყო სიცოცხლის აზრი. 17 წლისამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ძალიან აფასებს ბიბლიაში აღმოჩენილ ღვთიურ სიბრძნეს; ძალიან გაუხარდა, როცა ბიბლიის ავტორის სახელი, იეჰოვა, გაიგო. უყვარს კალათბურთისა და ფრენბურთის თამაში, სირბილი და ველოსიპედით სეირნობა.

სასამართლო საქმე

2018 წლის 4 ივლისის ღამეს ძმა სერგეი პოლიაკოვსა და მის მეუღლეს, ანასტასიას, ეძინათ, როცა შეირაღებულმა პოლიციელებმა მათ ბინაში კარი შეამტვრიეს. ნიღბიანმა პოლიციის ოფიცრებმა სასტიკად სცემეს სერგეი. ბოლოს მას და მის მეუღლეს ბორკილები დაადეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 2017 წელს რუსეთში იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის თაობაზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ სერგეი და ანასტასია ექსტრემიზმის ბრალდებით დაპატიმრებული პირველი წყვილი იყო. ცოლ-ქმარმა პოლიაკოვებმა 5 თვე გაატარა სამარტოო საკანში, ერთმანეთისგან იზოლირებულად. ამის შემდეგ ისინი 3 თვით შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

2019 წლის მაისში სამართალდამცავებმა ომსკის ოლქში კვლავ აწარმოეს უკანონო ჩხრეკები იეჰოვას მოწმეთა სახლებში. დააკავეს დები გაუხარ ბეკტემიროვა და დინარა დიუსეკეიევა. მათი საქმე პოლიაკოვების საქმესთან გააერთიანეს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო მოსმენები დაიწყო 2020 წლის 1-ლ აპრილს.

ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ამ უსამართლობის ასატანად იეჰოვა თავის მსახურებს საჭირო ძალას მისცემს (ეფესოელები 3:20).

a შესაძლოა შეიცვალოს