არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ალექსანდრე და სვეტლანა პოლოზოვები და სტეფან და ოქსანა შეველიოვები

24 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 29 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | ალექსანდრე პოლოზოვი და სტეფან შეველიოვი დევნის დროს იეჰოვას მხარდაჭერას გრძნობენ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | ალექსანდრე პოლოზოვი და სტეფან შეველიოვი დევნის დროს იეჰოვას მხარდაჭერას გრძნობენ

2023 წლის 29 დეკემბერს ნორილსკის საქალაქო სასამართლომ (კრასნოიარსკის მხარე) გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ალექსანდრე პოლოზოვსა და სტეფან შეველიოვს. ორივე მათგანს შეეფარდა ექვს-ექვსი წლით პირობითი სასჯელი. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

დროის დიაგრამა

  1. 2019 წლის 20 ოქტომბერი

    ქალაქ ნორილსკში სამართალდამცავები ტურისტულ ბანაკში შეიჭრნენ, სადაც ჩვენი და-ძმები იმყოფებოდნენ. მათ 50-ზე მეტი იეჰოვას მოწმე დააკავეს.

  2. 2019 წლის 26 ოქტომბერი

    ალექსანდრე დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

  3. 2020 წლის 21 იანვარი

    სამი თვის შემდეგ ალექსანდრე გაათავისუფლეს.

  4. 2020 წლის 19 თებერვალი

    ალექსანდრე ექსტრემისტთა სიაში დაამატეს და მისი საბანკო ანგარიშები დაბლოკეს.

  5. 2021 წლის 6 მაისი

    სტეფანს ალექსანდრესთან ერთად „დანაშაულებრივ შეთქმულებაში მონაწილეობა“ დასდეს ბრალად. მას ლოცვის და ქადაგების გამოც ედება ბრალი.

ზოგადი ინფორმაცია

დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა კვლავაც მხარში ამოუდგება ჩვენს ძვირფას და-ძმებს, რომლებიც დევნის მიუხედავად ბრძოლას აგრძელებენ (მსაჯულები 8:4).