არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნივ: ტატიანა გალკევიჩი; მარჯვნივ: ვალენტინა ვლადიმიროვა

24 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2022| ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 16 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – გამამტყუნებელი განაჩენი | ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ორმა დამ დროებითი მოთავსების იზოლატორში სიმტკიცე შეინარჩუნა

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – გამამტყუნებელი განაჩენი | ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ორმა დამ დროებითი მოთავსების იზოლატორში სიმტკიცე შეინარჩუნა

2024 წლის 14 თებერვალს პრომიშლენის რაიონულმა სასამართლომ (სმოლენსკი) გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ტატიანა გალკევიჩის და ვალენტინა ვლადიმიროვას საქმეზე. მათ 2 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდათ. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

დროის დიაგრამა

  1. 2019 წლის 14 მაისი

    სამართალდამცავებმა ტატიანასა და ვალენტინას წინააღმდეგ საქმე აღძრეს. პოლიციამ ორივე დის ბინა გაჩხრიკა, რის შემდეგ ისინი ორი დღე დაკავებული ჰყავდათ და დაკითხვას უწყობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ქრონიკული დაავადებები აქვთ, ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორში გაგზავნეს.

  2. 2019 წლის 22 ნოემბერი

    დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ ტატიანა და ვალენტინა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

  3. 2019 წლის 31 დეკემბერი

    გაუარესებული ჯანმრთელობის გამო ვალენტინა საავადმყოფოში მოხვდა.

  4. 2020 წლის 6 აგვისტო

    დაახლოებით რვა თვის შემდეგ ტატიანა შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა ქალაქის დატოვება აუკრძალეს. ვალენტინა კვლავ შინაპატიმრობაში დატოვეს. მას მხოლოდ ერთ ნათესავთან და ადვოკატთან ურთიერთობის უფლება აქვს.

  5. 2020 წლის 2 ოქტომბერი

    ტატიანასა და ვალენტინას საქმეზე 400-გვერდიანი საბრალდებო აქტი შედგა, რომლის თანახმადაც ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ „ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის დაფარვის მიზნით“.

  6. 2020 წლის 14 ოქტომბერი

    არასაკმარისი მტკიცებულებების გამო წინასწარი მოსმენის შემდეგ სასამართლომ საქმე პროკურატურას დაუბრუნა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვალენტინას პროცესის დროს ფეხზე დგომაც კი არ შეეძლო. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მას არ შეუმსუბუქა სასჯელი და კვლავ შინაპატიმრობაში დატოვა.

  7. 2021 წლის 25 თებერვალი

    სააპელაციო სასამართლომ გააუქმა წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის პროკურატურაში დაბრუნების შესახებ და საქმის წარმოება განაახლა.

ზოგადი ინფორმაცია

ვლოცულობთ, რომ კვლავაც იეჰოვა იყოს ვალენტინას, ტატიანასა და რუსეთსა და ყირიმში მცხოვრები ყველა ჩვენი და-ძმის „ძალა და ფარი“ (ფსალმუნი 28:7).