არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის 4 ნოემბერი
საბერძნეთი

საერთაშორისო კონგრესის მოკლე მიმოხილვა: საბერძნეთის ოლიმპიურ სტადიონზე იეჰოვას მოწმეების კონგრესი ჩატარდა

საერთაშორისო კონგრესის მოკლე მიმოხილვა: საბერძნეთის ოლიმპიურ სტადიონზე იეჰოვას მოწმეების კონგრესი ჩატარდა

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს წევრი სამუელ ჰერდი (მარჯვნივ) კონგრესის ყოველი დღის ბოლოს წარმოთქვამდა დასკვნით ბიბლიურ მოხსენებას, რომელიც ითარგმნებოდა ბერძნულად

შაბათს, 28 ივნისს გაიმართა ნათლობა; სულ მოინათლა 337 ადამიანი, 305 — საბერძნეთში, 32 — კვიპროსში

ათენი, საბერძნეთი — 2014 წლის 27—29 ივნისს ათენის ოლიმპიურ კომპლექსში, რომელმაც 2004 წელს ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა, ჩატარდა იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო კონგრესი, სახელწოდებით „უპირველესად ეძებეთ ღვთის სამეფო!“. კონგრესზე 35 863-მა ბიბლიის მკვლევარმა მოიყარა თავი. პროგრამის ზოგი ნაწილი ვიდეოტრანსლაციის მეშვეობით ბელგიასა და კვიპროსში გადაიცემოდა, სადაც კიდევ 3 093 ადამიანი ისმენდა პროგრამას. ეს პროგრამა მთლიანად თუ ნაწილობრივ სულ 38 956-მა კაცმა მოისმინა.

ამ კონგრესზე დელეგატები ჩამოსულები იყვნენ თურქეთიდან, კორეიდან, რუმინეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, უნგრეთიდან, შეერთებული შტატებიდან, ხორვატიიდან. ოლიმპიური სტადიონის მენეჯერმა, კრისტინა მიხელმა, აღნიშნა: „საოცარი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ამდენი განსხვავებული ეროვნების ადამიანის ხილვა. ყველანი ერთად ისხდნენ და სურათებს იღებდნენ. გამაოცა მათ შორის არსებულმა სიყვარულმა ... შეუძლებელია, ამან გულგრილი დაგტოვოს. ჩვეულებრივ, ჩვენთან მსგავსი ღონისძიებები არ ტარდება; ძირითადად სპორტული შეჯიბრებები იმართება და გულშემატკივრებს ვმასპინძლობთ. მათი საქციელი თქვენგან საგრძნობლად განსხვავდება. სწორედ ამიტომ მოახდინა ჩემზე ამხელა შთაბეჭდილება იმან, რაც ვნახე“.

ათენის ოლიმპიურ კომპლექსში გამართული კონგრესის დელეგატები

რობერტ კერნმა, საბერძნეთში იეჰოვას მოწმეების ფილიალის წარმომადგენელმა, აღნიშნა: „უამრავი სამადლობელი წერილი მივიღეთ. ასობით ადამიანი გვწერს, როგორი მადლიერები არიან იმისთვის, რომ ასეთი საინტერესო პროგრამა მოისმინეს და საერთაშორისო საძმოსთან ურთიერთობით გაიხარეს. ეს მართლაც დაუვიწყარი კონგრესი იყო. შთამბეჭდავი იყო ამდენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ და-ძმასთან ერთად ყოფნა“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

საბერძნეთი: ბაბის ანდრეოპოლოსი, ტელ. +30 210 617 8606