არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 27 ივლისი
საბერძნეთი

საბერძნეთში ხანძარი მძვინვარებს

საბერძნეთში ხანძარი მძვინვარებს

საბერძნეთში, ათენის მახლობლად ხანძარი მძვინვარებს. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია სულ მცირე 76 ადამიანი, ხოლო 187 სერიოზულად არის დაშავებული. მსგავსი ტრაგედია საბერძნეთს ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ახსოვს.

საბერძნეთში მდებარე იეჰოვას მოწმეების ფილიალი იტყობინება, რომ ხანძრის შედეგად არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაშავებულა. თუმცა სტიქიის ზონაში მცხოვრებ და-ძმებს სახლ-კარის დატოვება მოუწიათ. მათ თავშესაფარზე ახლომდებარე კრებებიდან და-ძმებმა იზრუნეს. სამწუხაროდ, სერიოზულად დაზიანდა ოთხი იეჰოვას მოწმის სახლი, ერთი კი სრულიად განადგურდა.

ჩვენ ვლოცულობთ დაზარალებული და-ძმებისთვის; აგრეთვე მათთვის, რომლებმაც ძმური სიყვარული გამოავლინეს და დახმარების ხელი გაუწოდეს გასაჭირში მყოფ თანამორწმუნეებს (იოანე 13:34, 35). დარწმუნებული ვართ, იეჰოვა მხარში ამოუდგება და ძალებს მისცემს განსაცდელში მყოფ თავის მსახურებს.