2022 წლის 29 აპრილი
სამხრეთი აფრიკა
ახალი ჟესტურენოვანი მთარგმნელობითი ოფისი სამხრეთ აფრიკაში
ადგილობრივი საპროექტო-სამშენებლო განყოფილება სამხრეთ აფრიკაში მალე დაასრულებს ქალაქ დურბანში მდებარე საოფისე შენობის სარემონტო სამუშაოებს. ამ შენობაში განთავსდება ჟესტურენოვანი მთარგმნელობითი ოფისი. ეს შენობა ფილიალმა 2020 წლის მარტში შეიძინა. მალევე ამ შენობის სიახლოვეს ბინებიც იყიდეს, სადაც მთარგმნელები საცხოვრებლად 2022 წლის მაისში გადავლენ.
მთარგმნელობით ოფისში 17 ბეთელის ოჯახის წევრი და 25 მოხალისე მსახურობს. ქალაქი დურბანი მთარგმნელობითი ოფისისთვის ნამდვილად შესაფერისი ადგილია. ეს არის უდიდესი ქალაქი კვაზულუ-ნატალის პროვინციაში, სადაც ქვეყნის ჟესტურენოვანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სახლობს. სამხრეთ აფრიკაში დაახლოებით 450 000 სმენადაქვეითებული ცხოვრობს, მათ შორის 283 ჩვენი და-ძმა.
ძმა სიბუსიზო ემზიზი, რომელიც ჟესტურენოვან მთარგმნელობით ჯგუფში მსახურობს, აღნიშნავს: „დარწმუნებული ვართ, რომ ის, რაც ამ ახალ ოფისში გაკეთდება, ხელს შეუწყობს სამქადაგებლო საქმეს და გააძლიერებს და-ძმებს“.
ვემადლიერებით იეჰოვას, რომ მისი მხარდაჭერით წინ მიიწევს სამქადაგებლო საქმე ჟესტურენოვან ტერიტორიაზე (ფსალმუნი 127:1).