2019 წლის 5 ივნისი
სამხრეთი აფრიკა
გადაუღებელი წვიმები და წყალდიდობა სამხრეთ აფრიკაში
2019 წლის აპრილის ბოლოს გადაუღებელი წვიმები იყო სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლში. ხანგრძლივმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია ქალაქ დურბანის (ვაზულუ-ნატალის პროვინცია) რამდენიმე უბანში. საინფორმაციო წყაროების ცნობით, სულ მცირე, 70 ადამიანია დაღუპული.
სამხრეთ აფრიკის ფილიალის მონაცემებით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არცერთი ჩვენი და-ძმა არ არის. თუმცა სტიქიამ იეჰოვას მოწმეთა დაახლოებით 19 ოჯახს დაუზიანა სახლები. წყალდიდობის შედეგად დაზიანდა აგრეთვე სამი სამეფო დარბაზი.
სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტის ხელმძღვანელობით ადგილობრივ საპროექტო-სამშენებლო განყოფილებაში მომსახურე მოხალისეები იკვლევენ, თუ რა სახის ზიანი მიაყენა სტიქიამ ჩვენი თანამორწმუნეების თითოეულ სახლს. თუ რომელიმე სახლი იმ დონეზეა დაზიანებული, რომ საფრთხე ემუქრება მასში მცხოვრებ და-ძმებს, ისინი სხვაგან გადაჰყავთ დროებით საცხოვრებლად.
გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავ გააძლიერებს სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ და-ძმებს, რომელთაც რთულ მდგომარეობასთან უწევთ გამკლავება (ფსალმუნი 34:19).