2019 წლის 13 სექტემბერი
სამხრეთი აფრიკა
სამხრეთ აფრიკაში „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სამ ენაზე გამოიცა
2019 წლის 6 სექტემბერს იოჰანესბურგში (სამხრეთი აფრიკა) გამართულ საერთაშორისო კონგრესზე გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ვენდა, აფრიკაანსა და კოსა ენებზე, რომლებზეც მთლიანობაში 16 მილიონამდე ადამიანი საუბრობს. ამ ახალი გამოცემების შესახებ სტადიონზე შეკრებილ 36 865 ადამიანს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა ენტონი მორისმა აუწყა. გარდა ამისა, პროგრამას ტრანსლაციით ისმენდა 51 229 ადამიანი, რომლებიც შეკრებილნი იყვნენ 8 სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, ლესოთოში, ნამიბიასა და წმინდა ელენეს კუნძულზე.
ერთ-ერთმა მთარგმნელმა, ახალი ბიბლიების განსაკუთრებულ მხარეებზე საუბრისას, აღნიშნა: „ყველას ერთი სული გვაქვს, როდის დავიწყებთ ახალი ბიბლიების კითხვას იმ ენაზე, რომელიც ჩვენს გულს ეხება“. კიდევ ერთმა მთარგმნელმა ასეთი სიტყვები თქვა: „რაც ყველაზე მთავარია [ახლახან გამოცემული ბიბლია] დაგვეხმარება, უფრო დავუახლოვდეთ იეჰოვას, რადგან ამ თარგმანში მისი სახელი არაერთხელ მეორდება“.
ახალი ბიბლიები დიდ დახმარებას გაუწევს და-ძმებს სამქადაგებლო მსახურებაში. კოსაენოვანი მთარგმნელობითი განყოფილების ერთ-ერთმა წევრმა თქვა: «ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია დიდად დაგვეხმარება მსახურებაში. ხალხი ადვილად გაიგებს, რას ასწავლის ბიბლია და აღარ დაგვჭირდება ყველა სიტყვის ახსნა-განმარტება». აფრიკაანსენოვანი მთარგმნელობითი ჯგუფის წევრმა კი აღნიშნა: „ახლა ღვთის სიტყვის კითხვა ძალიან გამარტივდა, რადგან ბიბლია თვითონ ხსნის საკუთარ თავს“.
ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს და-ძმებს ახლა უკვე აქვთ ადვილად გასაგები ბიბლიები, რომლებიც მათ კიდევ უფრო დააახლოებს ღმერთთან (იაკობი 4:8).