2022 წლის 25 აპრილი
სამხრეთი აფრიკა
სამხრეთ აფრიკაში გადაუღებელ წვიმას მეწყერი მოჰყვა
ამა წლის 13 აპრილს გადაუღებელმა წვიმებმა დიდი ზიანი მიაყენა კვაზულუ-ნატალის პროვინციას (სამხრეთი აფრიკა). მას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. განადგურებულია გზები და ბევრგან მოსახლეობა ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. ზოგან 24 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ 300 მილიმეტრამდე მიაღწია.
დაზარალებული და-ძმები
არ დაღუპულა არცერთი ჩვენი თანაქრისტიანი.
მსუბუქად დაშავდა ჩვენი დის გოგონა, რომელიც კედლის ნანგრევებში მოჰყვა.
მსუბუქად დაშავდა ერთი ჩვენი ძმა, როდესაც მისი სახლი მოვარდნილმა ნიაღვარმა გაანადგურა.
განადგურდა 27 სახლი.
დაზიანდა 102 სახლი.
საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია 87 მაუწყებელს.
მსუბუქი ზიანი მიადგა 2 დარბაზს.
დაზარალებულთა დახმარება
ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.
სარაიონო ზედამხედველები და უხუცესები დახმარების ხელს უწვდიან დაზარალებულ და-ძმებს.
დაზარალებულთა დახმარება მიმდინარეობას კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დაცვით.
ვიცით, რომ იეჰოვა დღესაც მხარში უდგას გასაჭირში მყოფ ჩვენს და-ძმებს, მალე კი მარადიულად გავიხარებთ მის მიერ დაპირებული ცხოვრებით (2 კორინთელები 4:18).