არჩეულ მასალაზე გადასვლა

5 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2023
სამხრეთი კორეა

გამოიცა „მათეს სახარება“ ჩინურ ჟესტურ ენაზე

გამოიცა „მათეს სახარება“ ჩინურ ჟესტურ ენაზე

2023 წლის 23 აპრილს სამხრეთ კორეაში გამართულ შეხვედრაზე გამოცხადდა, რომ გამოიცა „მათეს სახარება“ ჩინურ ჟესტურ ენაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიბლიის წიგნი ჩინურ ჟესტურ ენაზე გამოიცა. შეხვედრას დაახლოებით 200 და-ძმა დაესწრო ორი ჩინური ჟესტურენოვანი კრებიდან. ახალი გამოცემის ჩამოტვირთვა მაშინვე გახდა შესაძლებელი jw.org-დან და აპლიკაციაში „JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“.

მთარგმნელობითმა ჯგუფმა დიდი შრომა გასწია, რომ თარგმანი ბუნებრივი და გასაგები ყოფილიყო. ერთმა მთარგმნელმა აღნიშნა: „ჯგუფში 3 მთარგმნელიდან 2 ყრუ-მუნჯი იყო, ამიტომ ხშირად ვმსჯელობდით, როგორ აღიქვამდნენ ისინი საკითხებს. ეს თარგმნის პროცესს გვიადვილებდა“.

კიდევ ერთმა მთარგმნელმა თქვა: „ამ თარგმანზე მუშაობა დამეხმარა, უკეთ ჩავწვდომოდი, რას ასწავლიდა იესო, რით იყო დაკავებული და რისი გადატანა უწევდა დედამიწაზე ყოფნის დროს“.

ერთმა ყრუ-მუნჯმა მაუწყებელმა, რომელიც შეხვედრას დაესწრო, აღნიშნა: «აქამდე ბიბლიის მხოლოდ რამდენიმე მუხლი იყო ნათარგმნი ჩინურ ჟესტურ ენაზე და შეიძლება ითქვას, რომ სურათის პატარა ნაწილს ვხედავდით, მაგრამ „მათეს სახარების“ გამოცემის შემდეგ უფრო დიდ სურათს აღვიქვამთ».

„იეჰოვას მოწმეების მიერ ჟესტურ ენაზე გამოცემული პუბლიკაციები და მათ შორის ეს ახალი თარგმანი დამეხმარა იმის დანახვაში, თუ როგორ ძლიერ უყვარს იეჰოვას ყრუ-მუნჯი ადამიანები და ზრუნავს მათზე“,­ ­— აღნიშნა კიდევ ერთმა ყრუ-მუნჯმა მაუწყებელმა.

ვემადლიერებით იეჰოვას ამ თარგმანისთვის, რომელიც დაეხმარება და-ძმებს, „სულითა და ჭეშმარიტებით“ სცენ მას თაყვანი (იოანე 4:24).