არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 18 მაისი
სამხრეთი კორეა

სამხრეთ კორეაში მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო სამი მოწმე, რომლებმაც რწმენის გამო უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე

სამხრეთ კორეაში მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო სამი მოწმე, რომლებმაც რწმენის გამო უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე

2015 წლის მაისში კვანჯუს რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სამი იეჰოვას მოწმე, რომელთაც ბრალად ედებოდათ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდება, არ იყვნენ დამნაშავეები. მთავარმა მოსამართლემ, ჩოი ჩანგ-სეოკმა თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა: „კანონები, რომლებიც ეხება კონსტიტუციით გათვალისწინებულ სინდისის თავისუფლებასა და ეროვნულ უსაფრთხოებას, არ უნდა უპირისპირდებოდეს ერთმანეთს“. მან აგრეთვე დასძინა: „როდესაც ადამიანის ძირითადი უფლებები წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან, მაგალითად, როგორიცაა მოქალაქეობრივი ვალდებულების მოხდის აუცილებლობა, არსებული კანონებით ისე უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ ორივე მხარის ინტერესები მაქსიმალურად იქნეს მხედველობაში მიღებული“. მოწმეები მოელიან, რომ უახლოესი შვიდი დღის განმავლობაში პროკურორი გაასაჩივრებს მიღებულ გადაწყვეტილებას.