არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ძმები ჩოი იანგ ვანი, ბეკ იონგ ჰიუნი და კანგ რა იუნი ემშვიდობებიან ოჯახის წევრებს ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურში წასვლის წინ.

2020 წლის 23 ნოემბერი
სამხრეთი კორეა

ისტორიული მოვლენა: სამხრეთ კორეაში ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური ამოქმედდა

ისტორიული მოვლენა: სამხრეთ კორეაში ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური ამოქმედდა

პირველად სამხრეთ კორეის ისტორიაში იმ მოქალაქეებს, რომლებიც რწმენის საფუძველზე უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, სახელმწიფო ნებას რთავს, გაიარონ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური. 2020 წლის 26 ოქტომბერს ჩვენმა 63-მა ძმამ განაცხადა თანხმობა ამ ფორმის სამსახურის გავლაზე. მათ უკვე დაიწყეს სამწლიანი სამოქალაქო სამსახურის შესრულება ერთ-ერთ გამოსასწორებელ დაწესებულებაში. მათ მოვალეობებში შედის ისეთ სფეროებში მუშაობა, როგორიცაა საკვებით მომსახურება, შესყიდვები, განათლება, ჰიგიენა, ჯანდაცვა და ტექნიკური მომსახურება. ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მათ ორი თვის განმავლობაში არ ექნებათ ციხის ტერიტორიის დატოვების უფლება. ორი თვის შემდეგ კი შეეძლებათ, დატოვონ ტერიტორია რელიგიურ საქმიანობებში მონაწილეობის მისაღებად. ტერიტორიიდან გასვლას ისინი მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც ყოველდღიურ სამუშაო გეგმას შეასრულებენ. თუმცა ისინი დაწესებულებაში 21:00 საათამდე უნდა დაბრუნდნენ.

63 ძმიდან ერთ-ერთი, კიმ ჰიან სუ, აღნიშნავს: „მართალია, ეს ალტერნატიული სამსახური არ აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე მისი გავლა, რადგან ის სამოქალაქო ხასიათისაა და არ ექვემდებარება სამხედრო ზედამხედველობას“.

გვჯერა, რომ სამხრეთ კორეაში მცხოვრები ერთგული ახალგაზრდა ძმები კვლავაც განადიდებენ ზეციერ მამას თავიანთი კარგი საქმეებით (მათე 5:16).

 

ძმა პაკ იაე ჰიუკი ემშვიდობება ოჯახის წევრებს.

ძმა ლი სან იონი ემზადება წასასვლელად (მარცხნივ). ძმა კიმ იანგ ჰუნს მშობლები ეხვევიან (მარჯვნივ).

ძმა იეონგ იეო გიეომი ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურში წასვლის წინ