არჩეულ მასალაზე გადასვლა

და-ძმები, რომლებმაც კორეის ფილიალის სარემონტო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.

7 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2023
სამხრეთი კორეა

კორეის ბეთელში სარემონტო სამუშაოები დასრულდა

მომზადებულნი სხვა ქვეყნებში მსახურებისთვის

კორეის ბეთელში სარემონტო სამუშაოები დასრულდა

2023 წლის 30 აპრილს კორეის ბეთელში 30 წლის წინ აგებული საცხოვრებელი შენობების რემონტი დასრულდა. შერემონტდა სასადილო და 62 საცხოვრებელი ოთახი. პროექტი მიზნად ისახავდა, რომ შენობები ენერგოეფექტური, უსაფრთხო და მეტად კომფორტული ყოფილიყო ბეთელის ოჯახისთვის. სამუშაოებს 170 და-ძმა ასრულებდა. მათგან 71-ს თეოკრატიულ სამშენებლო პროექტში არასდროს მიუღია მონაწილეობა. მათ საჭირო მომზადება გაიარეს და სარემონტო სამუშაოებიც დაასრულეს. ახლა უკვე დაახლოებით 40 მოხალისეა მზად, იმსახუროს სხვა ქვეყნებში მიმდინარე თეოკრატიულ პროექტებზე.

პროექტის ფარგლებში დები სხვადასხვა საქმეს ასრულებენ.

კიმ ჰა-იონი

და კიმ ჰა-იონი აღნიშნავს: „მადლიერი ვარ იმ დასწავლებისთვის, რაც ამ პროექტზე მივიღე. მიხარია, რომ ნასწავლი შემიძლია ინდონეზიაში მიმდინარე სამშენებლო პროექტზე გამოვიყენო“.

ლი მიონ-ჰუნი

ძმა ლი მიონ-ჰუნი, რომელიც ამავე პროექტზე მსახურობდა, ამბობს: „ამ პროექტზე ბევრი ახალი უნარი შევიძინე. არც ისე მარტივი დავალება მქონდა, თუმცა ტრენინგებმა და ორგანიზაციის მიერ მოწვდილმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა მითითებებმა გამიმარტივა საქმის შესრულება“. ამჟამად ძმა ლი ფილიპინებში მიმდინარე სამშენებლო პროექტზე მსახურობს.

გარემონტებული საცხოვრებელი ოთახი

გვახარებს, რომ კორეის ბეთელში სარემონტო სამუშაოები დასრულდა. ვემადლიერებით ყველა მოხალისეს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ პროექტში, და მათაც, ვინც ახლა სხვა პროექტებში იღებენ მონაწილეობას. ეს და-ძმები „რწმენითა და სიყვარულით“ შრომობენ (1 თესალონიკელები 1:3).