არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 20 სექტემბერი
სამხრეთი კორეა

სამხრეთი კორეა, სეული — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“

სამხრეთი კორეა, სეული — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“
  • თარიღი: 13—15 სექტემბერი, 2019

  • ადგილი: კორეის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრი სეულში, სამხრეთი კორეა

  • ენები, რომლებზეც პროგრამა ჩატარდა: ვიეტნამური, ინგლისური, ინდონეზიური, კორეული, რუსული, ჩინური მანდარინული

  • დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი: 60 082

  • მონათლულთა რაოდენობა: 478

  • სხვა ქვეყნებიდან ჩასული დელეგატების რიცხვი: 6 076

  • მიწვეული ფილიალები: ბრაზილია, ვიეტნამი, ინდონეზია, მალაიზია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სკანდინავია, ფინეთი, ყაზახეთი, შეერთებული შტატები, ჩეხეთი და სლოვაკეთი

  • ადგილობრივი შემთხვევები: ჩოი ჯი-ვუნგი, იმ კომპანიის მენეჯერი, რომელიც საკვებით ამარაგებდა კონგრესის დელეგატებს, ამბობს: „ჩემი ერთ-ერთი თანამშრომელი აღფრთოვანებული იყო; მან ამ ღონისძიებიდან დაინახა, რომ იეჰოვას მოწმეები ძალიან კეთილი ხალხი ხართ. მე პირადად განსაკუთრებით იმ ფაქტმა გამაოცა, რომ უცხოელი და კორეელი მოწმეები ერთმანეთის მიმართ საოცარ სიყვარულს ავლენდნენ; არადა ვიცი, რომ ბევრი პირველად შეხვდა ერთმანეთს. გეგონებოდა, დიდი ხნის მეგობრები იყვნენ, ისე ეგებებოდნენ ერთმანეთს. მართალია, არაერთ რელიგიურ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ თქვენთან თანამშრომლობა განსაკუთრებული იყო“.

    ან სეუნ-ჯუ, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის მენეჯერი, აღნიშნავს: „იეჰოვას მოწმეები ძალიან მეგობრულები იყვნენ; მათ ყოველთვის უღიმოდათ სახეები. აშკარად, ჩვენი ავტობუსის მძღოლებიც უნდა წაგვეხალისებინა, რომ ამაში მათთვის მიებაძათ. თავიდან ვერ გამეგო, რა ხდიდა მოწმეებს ასე განსაკუთრებულს. მათთან თანამშრომლობისას დავინახე, რომ მათ გულწრფელად უყვართ თანამორწმუნეები და პატივს სცემენ ერთმანეთს. ისინი თავიანთი რწმენის შესაბამისად ცხოვრობენ. გავოცდი, როცა გავიგე, რომ თურმე თითოეული მათგანი სრულიად უსასყიდლოდ ასრულებს თავის საქმიანობას. ისინი გულისყურით უსმენენ და ღიმილით პასუხობენ ერთმანეთს. გადავწყვიტე, მეც მივბაძო მათ. თუ შესაძლებლობა მომეცემა, სიამოვნებით ვითანამშრომლებ იეჰოვას მოწმეებთან მომავალშიც“.

    კიმ ჯიო-შიკმა, მუნჰვას სამაუწყებლო კორპორაციასთან არსებული თემატური პარკის დირექტორმა, ასეთი რამ თქვა: „იეჰოვას მოწმეების მიერ მოწყობილი ღონისძიება ძალიან შთამბეჭდავი იყო. მართალია, კათოლიკე ვარ, მაგრამ აქ დავინახე, თურმე როგორ უნდა იქცეოდნენ ნამდვილი ქრისტიანები. მთელი ჩვენი პერსონალი, ჩემი ჩათვლით, ვაკვირდებოდით, რა ორგანიზებულად თანამშრომლობდნენ მოწმეები ერთმანეთთან. ჩვენც თავაზიანად და პატივისცემით გვეპყრობოდნენ. ნებართვის გარეშე უბრალო რამესაც კი არ იყენებდნენ ჩვენს ტერიტორიაზე. მათი საქციელით ისე ვამაყობდი, თითქოს მეც იეჰოვას მოწმე ვიყავი“.

 

და-ძმები გულთბილად ესალმებიან დელეგატებს აეროპორტში

სტუმრები სტენდთან ქადაგებენ ადგილობრივ და-ძმასთან ერთად.

ადგილობრივი დები ეგებებიან საკონგრესო ტერიტორიაზე დილით მოსულ დელეგატებს.

სტუმარი და სურათს უღებს ადგილობრივ დას და მის გოგონას.

დამსწრეები უსმენენ შაბათის პროგრამას.

ერთი ძმა უსინათლო და ყრუ-მუნჯ ძმას ნათლობის კითხვებს უთარგმნის ტაქტილურ-ჟესტურ ენაზე.

სამი და, რომლებიც ყურადღებით უსმენენ პროგრამას და ჩანაწერებს აკეთებენ.

ძმა სტივენ ლეტი ბოლო მოხსენებას წარმოთქვამს შაბათს.

ნათლობისთვის განკუთვნილი ექვსი აუზი; ზემოდან გადაღებული სურათი.

სტუმრად ჩასული სპეციალური სრული დროით მსახურები ემშვიდობებიან აუდიტორიას კვირას, პროგრამის დასასრულს.

კონგრესის დელეგატები, რომელთაგან ზოგს ეროვნული სამოსი აცვია, სურათებს იღებენ.

კორეის ბეთელში ღია კარის დღეზე ჩამოსული სტუმრები ათვალიერებენ ფოტოკოლაჟს, რომელშიც წარმოდგენილია უამრავი ერთგული და-ძმის სურათები.

ჩამოსული სტუმრები სურათს იღებენ ადგილობრივ დებთან ექსკურსიის დროს.

სტუმრები სურათებს უღებენ ადგილობრივ დებს, რომლებმაც კორეული ცეკვა „ბუჩაჩუმი“ შეასრულეს.