არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 28 აგვისტო
სამხრეთი კორეა

სამხრეთ კორეაში გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია

სამხრეთ კორეაში გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია

მდებარეობა

სამხრეთი კორეა

სტიქიური უბედურება

  • ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი წვიმების სეზონი კორეის ისტორიაში.

  • გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.

დაზარალებული და-ძმები

  • 16 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებელი ადგილის დროებით დატოვება.

დაზიანებული შენობები

  • დაზიანდა და-ძმების 30 სახლი.

  • ზიანი მიადგა იეჰოვას მოწმეების 19 დარბაზს.

დაზარალებულთა დახმარება

  • კორეის ფილიალის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების სამი კომიტეტი.

  • დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები სარაიონო ზედამხედველებთან და ადგილობრივ უხუცესებთან ერთად საჭირო დახმარებას უწევენ დაზარალებულ თანამორწმუნეებს.

  • მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და დაზიანებული სახლებისა და დარბაზების შეკეთება.

შემთხვევა

  • ქალაქ კურეში, რომელიც სტიქიით ყველაზე მეტად დაზარალდა, ძმა მინ-სიონგ ლის და მის მეუღლეს საცხოვრებლის დატოვება მოუწიათ. მათ ყველაფერი დაკარგეს, რაც გააჩნდათ, რადგან წყალდიდობის შედეგად მათი სახლი მთლიანად დაიტბორა. როგორც კი შესაძლებელი გახდა, დაზარალებულთა დახმარების კომიტეტში მომსახურე და-ძმებმა მაშინვე დაიწყეს ძმა მინ-სიონგის სახლის გასუფთავება და წყვილი აუცილებელი ნივთებით მოამარაგეს. ძმებმა აგრეთვე ანუგეშეს და ბიბლიური აზრებით გაამხნევეს ისინი. თანამორწმუნეების მხარდაჭერით გამხნევებულმა დამ ასეთი სიტყვები თქვა: „გული მადლიერებით მაქვს სავსე. გასაოცარი იყო ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს. ისინი ისე გულმოდგინედ მუშაობდნენ, თითქოს თავიანთ სახლებს ასუფთავებდნენ. მართალია, ბევრი რამ დავკარგე, მაგრამ სინამდვილეში, გაცილებით მეტი მივიღე“.

მადლიერები ვართ, რომ იეჰოვას, „ყოველმხრივ ნუგეშისმცემელ ღმერთს“, მხედველობიდან არ რჩება თავისი მსახურების მდგომარეობა და გვჯერა, რომ ის კვლავაც იზრუნებს კორეაში მცხოვრებ და-ძმებზე ამ რთულ პერიოდში (2 კორინთელები 1:3, 4).