2018 წლის 28 ივნისი
სამხრეთი კორეა
კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და არაკონსტიტუციურად ცნო მათი დასჯა, ვინც სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე
2018 წლის 28 ივნისს, პირველად სამხრეთ კორეის ისტორიაში, საკონსტიტუციო სასამართლომ სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის ერთ-ერთი ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო, ვინაიდან იგი არ ითვალისწინებდა ალტერნატიულ სამსახურს მათთვის, ვინც სინდისის გამო უარს აცხადებდა სამხედრო სამსახურზე. ამ ისტორიული გადაწყვეტილების შედეგად უქმდება 65 წლის განმავლობაში მოქმედი კანონი, რომლის საფუძველზეც აპატიმრებდნენ მათ, ვინც სინდისის გამო უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე.
1953 წლიდან მოყოლებული 19 300-ზე მეტ ძმას მიუსაჯეს პატიმრობა. საერთო ჯამში მათ 36 700 წელზე მეტი ჰქონდათ მისჯილი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებლობას აძლევს კორეის უზენაეს სასამართლოს, მსგავსი მიდგომა გამოიყენოს ყველა იმ პირთან მიმართებით, ვინც სინდისის გამო უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე. გარდა ამისა, კანონმდებლები ახლა უკვე ვალდებულნი არიან, რომ 2019 წლის 31 დეკემბრამდე ალტერნატიული სამსახურით უზრუნველყონ ისინი, ვინც სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე.
ვხარობთ ჩვენს კორეელ ძმებთან ერთად, რომ საფუძველი შეიქმნა, წერტილი დაესვას იმ უსამართლობას, რომელიც ათობით წელია გრძელდება (იგავები 15:30).