არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 30 ნოემბერი
სამხრეთი კორეა

კორეელ ძმებს ციხიდან ათავისუფლებენ

კორეელ ძმებს ციხიდან ათავისუფლებენ

კორეის ფილიალის მონაცემებით, 2018 წლის 30 ნოემბერს 57 ძმა გაათავისუფლეს ციხიდან; ისინი სიხარულით დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. მთელი მსოფლიო საძმო ხარობს მოვლენების ამგვარი განვითარებით. ისინი განადიდებენ იეჰოვას ასეთი მხარდეჭერისა და კურთხევისთვის (რიცხვები 6:24—26).

ვლოცულობთ დანარჩენი შვიდი ძმისთვის, რომელთაც წელიწადნახევრიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი; თუმცა, როგორც კი შეუსრულდებათ მათ პატიმრობის 6 თვე, დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან.

ციხიდან ახლახან გათავისუფლებულ ძმებს ეგებებიან მშობლები (მარცხნივ, მარჯვნივ). ჟურნალისტები ინტერვიუს იღებენ ძმისგან ციხის შენობის გარეთ (შუაში)