2019 წლის 25 აპრილი
სამხრეთი კორეა
ხანძარი სამხრეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროზე
2019 წლის 4 აპრილს განგვონის პროვინციის (სამხრეთი კორეა) ტყეში გაჩენილი ძლიერი ხანძარი ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლს მოედო. ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. სანამ ხანძრის ლოკალიზება მოხდებოდა, გადაიწვა 1 600 ჰექტარი (4 000 აკრი) ფართობის მქონე ტერიტორია და დაიღუპა ორი ადამიანი.
ფილიალის ცნობით, ხანძრის შედეგად არცერთი ჩვენი თანაქრისტიანი არ დაღუპულა. თუმცა დაზიანდა მოწმეთა რვა სახლი და სხეულის დაზიანება მიიღო 27-მა და-ძმამ. ფილიალის ხელმძღვანელობით, სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი და სარაიონო ზედამხედველი თანამშრომლობენ ადგილობრივ უხუცესებთან, რათა სათანადო სულიერი და პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინონ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მაუწყებლებს.
დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა იქნება ჩვენი და-ძმების „თავშესაფარი და ძალა, შველა, რომელსაც მალევე პოვებ გაჭირვების დროს“ (ფსალმუნები 46:1).