არჩეულ მასალაზე გადასვლა

27 ნოემბერი, 2012
სამხრეთი კორეა

იეჰოვას მოწმეები უკვე 100 წელია კორეაში ქადაგებენ

იეჰოვას მოწმეები უკვე 100 წელია კორეაში ქადაგებენ

სეული, კორეა — 2012 წლის ნოემბერი სამხრეთ კორეაში 100 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმისთვის განსაკუთრებული თვე იყო, რადგან ამ თვეში 100 წელი შესრულდა, რაც ისინი ამ ქვეყანაში ქადაგებენ. იეჰოვას მოწმეებმა ასი წლისთავი იმით აღნიშნეს, რომ გაავრცელეს სპეციალური ტრაქტატი. ამ ოთხგვერდიან ფერად ტრაქტატში მოკლედ არის აღწერილი იეჰოვას მოწმეთა ისტორია სამხრეთ კორეაში. ამ ტრაქტატში საუბარია იმაზეც, თუ რა საქმიანობას ეწევიან დღეს ისინი ამ ქვეყანაში.

იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობა კორეაში 1912 წელს დაიწყეს. დღეისათვის მოწმეების მიერ კორეულ ენაზე ბიბლიის თითქმის 700 000 ეგზემპლარია გამოცემული. ისინი ყოველკვირეულად 70 000-ზე მეტ ბიბლიის შესწავლას ატარებენ. მოწმეები ყოველკვირა 1 300-ზე მეტ კრებაში იკრიბებიან და ბიბლიურ მოხსენებებს ისმენენ. ამ კრების შეხვედრებზე ყველას შეუძლია დასწრება. დიდი ხანია, რაც მოწმეები კორეაში კონგრესებს ატარებენ. პირველი კონგრესი 1954 წელს ჩატარდა. კონგრესების პროგრამა 1997 წლიდან მზადდება არა მარტო კორეულ ენაზე, არამედ კორეულ ჟესტურ ენაზეც. 2009 წელს სეულში იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა, რომელსაც 58 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, აქედან 6 500-ზე მეტი დელეგატი 11 ქვეყნიდან იყო. სეულში იეჰოვას მოწმეთა ფილიალი 1953 წელს დაარსდა.

დაიალ ჰონგმა, იეჰოვას მოწმეთა პრეს-მდივანმა კორეაში, განაცხადა: „უკვე 100 წელია, რაც მოყვასის სამსახურში ვართ“. შემდეგ კი დასძინა: „გვჯერა, რომ ბიბლიური პრინციპების დაცვა განამტკიცებს ოჯახებს და აძლიერებს საზოგადოებას. სიამოვნებით მოვემსახურებით კიდევ არაერთი წელი ხალხს“.

საკონტაქტო პირი: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

საკონტაქტო პირი კორეაში: დაიალ ჰონგი, ტელ. +82 10 3951 0835