2020 წლის 26 მაისი
სამხრეთი კორეა
სამხრეთ კორეაში არსებული კომპლექსების ადმინისტრაცია მიესალმება იეჰოვას მოწმეების გადაწყვეტილებას კონგრესების ონლაინ რეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით
სამხრეთ კორეაში სტადიონებისა თუ სხვა კომპლექსების ადმინისტრაცია მადლობას უხდის იეჰოვას მოწმეებს იმის გამო, რომ ისინი დიდ სტადიონებზე შეკრების ნაცვლად 2020 წლის საოლქო კონგრესის პროგრამას ონლაინ რეჟიმში გადასცემენ. მათ მოწმეები იმისთვისაც შეაქეს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით ყოველკვირეულ შეხვედრებს ვიდეოკონფერენციით ატარებენ. მოწმეებს სრულად დაურბუნეს თანხა, რომელიც მათ კონგრესების ჩასატარებელი ადგილების დასაქირავებლად წინასწარ ჰქონდათ გადახდილი.
სეულში ერთ-ერთი კომპლექსის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა: „როგორც ველოდით, იეჰოვას მოწმეებმა გონივრული გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ გვიყვარს იეჰოვას მოწმეები. მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვფიქრობ, არ არსებობს სხვა რელიგია, რომელიც ასე ზრუნავს საზოგადოების კეთილდღეობაზე.“ ის განმარტავს: „იეჰოვას მოწმეები სხვების ინტერესებს საკუთარზე წინ აყენებენ. ვწუხვართ, რომ წელს ისინი ვერ ჩაატარებენ თავიანთ ღონისძიებას ჩვენს კომპლექსში. იმედი გვაქვს, მათთან თანამშრომლობას მომავალშიც განვაგრძობთ.“
სუვონში, ერთ-ერთი კომპლექსის წარმომადგენელმა აღნიშნა: „ყოველთვის მადლიერი ვიყავი იეჰოვას მოწმეების, რომლებიც გასული 35 წლის მანძილზე ჩვენი კომპლექსით სარგებლობდენ და მას ისე უვლიდნენ, როგორც საკუთარს. მაგრამ ახლა, კიდევ უფრო მადლიერი ვარ მათი, რადგან თავად გამოიჩინეს ინიციატივა, მიჰყოლოდნენ მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს covid-19 პანდემიის პრევენციის მიზნით. გაოცებული ვარ მათი გულისხმიერებით. იმედი მაქვს მომავალ წელს კვლავ ვიხილავ ჩვენთან იეჰოვას მოწმეებს“.
კონგრესის ჩატარების ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული აეროპორტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აღნიშნავს: „2018-2019 წლებში ჩვენ დავინახეთ, როგორი მოწესრიგებულები არიან [იეჰოვას მოწმეები] და როგორ სწრაფად რეაგირებენ ჩვენს მოთხოვნებზე. მათი გადაწყვეტილებიდან, გაეუქმებინათ წლევანდელი კონგრესი, აშკარად ჩანს, რომ ისინი ითვალისწინებენ სხვების ინტერესებს. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა.“ იგი დასძენს: „რა შესანიშნავი იქნებოდა ცხოვრება, ყველა რომ იეჰოვას მოწმეებისნაირი ყოფილიყო!“
დიდად ვემადლიერებით ჩვენს ღმერთს იეჰოვას, რომელიც გვასწავლის მოყვასის სიყვარულს, რაც ასე აშკარად ჩანს ამ რთულ დროში (მათე 22:39).